Logo

კულტურა

"ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი მანანაა" - ლევან წულაძე

"ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი მანანაა" - ლევან წულაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია", მეუღლეზე მანანა კოზაკოვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მანანა მისი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება.

"ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი არის მანანა რა თქმა უნდა. ასეთი გვარი აქვს კოზაკოვა-წულაძისა - ასე უწერია პასპორტში და ამით ბევრი რამეა ნათქვამი.
რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი ის არის, იმიტომ რომ ბევრი რამე ერთად გამოვიარეთ და კიდევ გამოვივლით...
ახლა ჩვენ გვაქვს "მზე შემოდგომის" და ახლა სულ სხვანაირად ვხედავ მანანას, გაცილებით მეტი სიყვარულით... ერთმა ადამიანმა უნდა მიიღო მეორე ადამიანი ისეთი, როგორიც არის და მაშინ დაინახავ უამრავ ფერებს იმ მეორე ადამიანში. სანამ ეჭიდავები და გინდა გადააკეთო, არაფერი გამოგივა," - თქვა ლევან წულაძემ.

ავტორი: ზმნა

05/04/2026