Logo

"ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო" - სოფო ნიჟარაძის აღიარება

"ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო" - სოფო ნიჟარაძის აღიარება

12/14/2025

ტექსტის ზომა


მომღერალი სოფო ნიჟარაძე დიდი ხანია ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს. საზოგადოებას მისი გულახდილი ინტერვიუ რამდენიმე წელია არ უნახავს.
სოფო ტვ პირველზე, გადაცემა "პირველ სტუდიას" სტუმრობდა და წამყვანის კითხვებს ღიად უპასუხა.
მომღერალი ამბობს, რომ შვილის დაბადება და მასთან პირველი შეხვედრა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. თუმცა წამყვანის ტრადიციულ კითხვაზე - "რა არის შენი ცხოვრების მთავარი ამბავი", სოფომ საინტერესო პასუხი გასცა.

"ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო. იმიტომ რომ იმ დღეს იმ ადგილას საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი და ეს უბრალოდ, შემთხვევით მოხდა.
ამ შეხვედრამ განაპირობა მერე ყველაფერი და ეს ყველაფერი კავშირშია ალისასთან," - თქვა მომღერალმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ალისკა სააკაშვილიისტორიამიხეილ სააკაშვილისოფო ნიჟარაძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026