საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლადო ბურდული რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს. ცოლად ამერიკელი დაიანა ბაგნელი შეირთო და ლონგ აილენდზე, სახლში მუსიკალური სივრცე - "ლადოს კიდობანიც" მოიწყო. უკვე მესამე ივენთისთვის ემზადება, ვალენტინობის აღსანიშნავად.
დაიანა ლადოს მესამე ცოლია. მასთან ერთად მუსიკოსი, ნიუ-იორკში კავკასიის მუსიკის ფესტივალის დაფუძნებას აპირებს... როგორც "ზმნას"-თვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, წინ დიდი გეგმები აქვთ.
ლადო ბურდული: ვხედავდი, საქართველოში არაფერი აღარ ვითარდება, ყველაფერი ჩაიკეტა, წამყვანი მხოლოდ პოლიტიკა და ვაჭრობა გახდა და მეც დავფიქრდი წამოსვლაზე... თუ არტისტი ხარ, საქართველოში ან პოლიტიკური კლოუნი უნდა გახდე, ან მაგათ დაძახილზე და ივენთებზე უნდა გამოხვიდე. დამოუკიდებელი და ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანი, საქართველოში გასაქანს ვერ იპოვის.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ, რაღაც დონეზე, ჩემს პიროვნებას მხარი დაუჭირა, მე არასოდეს არავისი პოლიტიკური დროშა არ მიფრიალებია. მივხვდი, რომ ეს ის არ არის, რაც მე მინდა.

დაიანასთან ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, ნათლად დავინახე რომ ჩემი განვითარების, პროექტებისა და იდეების განხორციელების ერთადერთი გზა, ქვეყნიდან წასვლაა და ეს მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რაშიც სხვათა შორის, ჩემმა ყოფილმა მეუღლემაც შემიწყო ხელი; თუ ფიქრობ, რომ შენთვის ასეა უკეთესი, გააკეთეო. ასეც მოვიქეცი და დღეს აქა ვარ.
ახლა, მე და ჩემი მეუღლე, ნიუ-იორკში კავკასიის მუსიკის ფესტივალის გაკეთებას ვაპირებთ. ახლა ფინანსური საკითხის მოგვარებას ვცდილობთ. საქართველოში მქონდა მსგავსი პროექტი -„ფენიქსი“ - კავკასიის მუსიკის დაჯილდოვება. გადავწყვიტე უფრო მაღალ დონეზე და უფრო "ხმამაღლა" გავაკეთო ის, რასაც მანდ ვაკეთებდი და "ხმამაღლა" არ გამოდიოდა. ვნახოთ, მე ძალღონეს არ ვიშურებ.

ლადოს ინტერვიუს სრული ვერსია - მოცემულ ბმულზე
ლადო ბურდულის და დაიანა ბაგნელის „დაქენსელებული“ და 25 წლის შემდეგ აღდგენილი სიყვარულის ისტორია
02/03/2026