საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტების მოსყიდვას ცდილობს.
ეკა კუპატაძე ექსპერტებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და აფრთხილებს, რომ სიყალბეს არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება.
„გაბაშვილები დამოუკიდებელი/კერძო ექსპერტების მოსყიდვაზე გადავიდნენ!
სასოწარკვეთილი ალექსანდრე გაბაშვილი ექსპერტებს სთავაზობს დიდძალ თანხას, რათა დაუწერონ ის, რაც მას უნდა!
უარი მიიღო ღირსეული ექსპერტებისაგან, მაგრამ თუ რომელიმე კერძო ექსპერტი ფულს დაეხარბება, იცოდეს, მისი პირადი მტერი ვარ!
თქვენ შესაძლოა იცით სიყალბის წერა და ფულის თვლა, მაგრამ არ იცით ეკა კუპატაძის შესაძლებლობები!
მართალია, ჩემს გიგას ზურგს არ უმაგრებს ფულიანი მამიკო, თუმცა უმაგრებს გააფთრებული დედა და ისტორიას რომ არ ახსოვს, ისე ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება!
არავის დავინდობ, ვინც წინ გადაგვეღობება!
ფრთხილად!
ნუ შეეწირებით მკვლელებს!
არ დავუშვებ, რომ გიგას სიკვდილით გამდიდრდეთ!“ - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
03/05/2026