Logo

"ჩემს მშობლებს უნდა ეთქვათ, მე რომ აყვანილი ვიყავი" - თამუნა მუსერიძე

"ჩემს მშობლებს უნდა ეთქვათ, მე რომ აყვანილი ვიყავი" - თამუნა  მუსერიძე

11/24/2025

ტექსტის ზომა

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც 8 წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები იპოვა, აღმზრდელ მშობლებზე მუდმივად თბილად და დიდი სიყვარულით საუბრობს.

გადაცემაში „პირველი სტუდია“, თამუნამ იმაზე ისაუბრა, რატომ იყო აუცილებელი, რომ აღმზრდელ მშობლებს მისთვის სიმართლე თავის დროზე ეთქვათ.

„უნდა ეთქვათ ჩემს მშობლებს, მე რომ აყვანილი ვიყავი. ცუდი შვილი არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც, დედა ხომ ყოველთვის უფრო კარგი დედაა, ვიდრე შვილია კარგი შვილი... დედის ამაგს ხომ ვერასოდეს აანაზღაურებ... ამიტომ ახლა დამეწყო ის მომენტი, რომ ნეტავ უფრო მეტი ყურადღება გამომეჩინა და მადლიერების გრძნობა მეტად მეჩვენებინა მეთქი,“ - ამბობს ჟურნალისტი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026