Logo

"ჩემს სამსახიობო კარიერას, ამით არაფერი დააკლდება" - სერიალი "ბოლო სეზონის" გადაღებებიდან სამი მსახიობი მოხსნეს

"ჩემს სამსახიობო კარიერას, ამით არაფერი დააკლდება" - სერიალი "ბოლო სეზონის" გადაღებებიდან სამი მსახიობი მოხსნეს

03/25/2026

ტექსტის ზომა


სერიალი “ბოლო სეზონის” მეოთხე სეზონში მსახიობები გიგა დათიაშვილი, დევი ბიბილეიშვილი და ბექა ხაჩიძე აღარ ითამაშებენ.

გადაწყვეტილება crystalbet-მა მიიღო, რომელიც სერიალის გადამღები სტუდიის, Film Asylum-ის, სპონსორია.

მსახიობების სერიალიდან დათხოვნის მიზეზი მათი slebet.ge-ს ვიდეოში მონაწილეობა გახდა.

ბოლო სეზონი

“ slebet.ge-ს დამფუძნებელი ლაშა გვეკითხება, თუ რა აზრის ვართ აზარტულ თამაშებზე. ეს არ მოეწონა “კრისტალბეთს” და თქვა, რომ ეს ადამიანები ამ სერიალში აღარ იქნებიანო,” - ამბობს სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გიგა დათიაშვილი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ეს სერიალიც არის ფეხბურთზე. ის არ არის კაზინოზე., ამიტომ ეს ჩემთვის გაუგებარი არგუმენტია. მე პირადად სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი ამდენი ხანია. მით უმეტეს ვერც “კრისტალბეთი” ვერ დამაზარალებს ახლა იმით, რომ მე-4 სეზონში აღარ ვიქნები. არც ჩემს სამსახიობო კარიერას არ დააკლდება არაფერი. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომით მსახიობების მიმართ, საკუთარი თავი დააზარალეს, ” ამბობს დათიაშვილი.

ცნობისთვის, Slebet.ge არის პლატფორმა, ე.წ. "ყალბი კაზინო", რომელიც სატირით და იუმორით აწარმოებს კამპანიას ლუდომანიის წინააღმდეგ.

Your browser does not support the video tag.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბოლო სეზონიგიგა დათიაშვილიმსახიობისერიალი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026