Logo

ეს გემრიელია

"ჩემს შვილებში, ასეთი აღფრთოვანება, არც ერთ კერძს არ გამოუწვევია" - ცისანა თავისი რეცეპტით

"ჩემს შვილებში, ასეთი აღფრთოვანება, არც ერთ კერძს არ გამოუწვევია" - ცისანა თავისი რეცეპტით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"რეცეპტები" - "ზმნას" ყველაზე გემრიელი რუბრიკა, ამჯერად ცისანა სეფიაშვილის სამზარეულოში "შეძვრა".

მომღერალი ფილეს მარინადის მისეულ ვერსიას გვიზიარებს. ნახეთ, რა გამოიწვია მაცივარში ნაპოვნმა კვაწარახმა!

ცისანა სეფიაშვილი: ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ქათმის ფილე. ვამზადებ სხვადასხვა რეცეპტით. ვამარინადებ, გემოები რომ გაუჯდეს. მაქვს ბევრნაირი ვერსია. ცხადია, რომ არ მობეზრდეთ, მიწევს რაღაცების გამოგონება, იმპროვიზაცია.

ერთი კვირის წინ, მაცივრიდან ფილე გამოვიღე და ვფიქრობდი, არაჟანში ჩავამარინადო, სოიოს სოუსში თუ, რამე ახალი მოვიფიქრო-მეთქი. ამ დროს, მაცივარში გადავაწყდი კვაწარახს. სამეგრელოში "წო"-ს ეძახიან. ბროწეულის წვენის კვაწარახია.

ბროწეულის წვენი

დავჭერი ფილე გრძელ და თხელ ნაჭრებად, ჩავდე ბლომად არაჟანში და ერთ კილო ფილეზე, ერთი სუფრის კოვზი კვაწარახი დავასხი; ავურიე, მოვაყარე ცოტა ქონდარი, მოვასხი ცოტა ზეითუნის ზეთი, მარილი და ცოტა პილპილი. ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. დააყოვნეთ მაცივარში რამდენიმე საათით. მე ორი გავაჩერე და მერე მოვამზადე.

ფილე

ჩემთან ზოგს გრილზე შემწვარი უყვარს, ზოგს -ტაფაზე. შეწვით როგორც გენებოთ.

კვაწარახმა ძალიან სიმჟავე არ მისცა, მაგრამ გემოები საინტერესოდ აურია. ჩემს შვილებში ასეთი აღფრთოვანება, როგორც კვაწარახში ჩამარინადებულმა ფილემ გამოიწვია, არც ერთ კერძს არ გამოუწვევია. გემოები შევუწყე. ეს არის ბოლო პერიოდის ჩემი გამოგონება...

ფილე

ავტორი: თამარ გონგაძე

11/24/2025