
09/28/2026
"ჩემთვის პოპულარობა ტელევიზიას არ მოუტანია," - თქვა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია".
ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ პოპულარობა მის ცხოვრებაში ტელეეკრანზე გამოჩენამდე, ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვიდა.
"ჩემთვის პოპულარობა ტელევიზიას არ მოუტანია, ეს გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა...
ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ვიყავი. ეს არ იყო ჩემთვის ახალი.
მაშინ იყო უბანი, და იმ უბანში იყო ხოლმე ვიღაც, ვის გარშემოც დიდი ორომტრიალი იყო. მადლობა ღმერთს, ჩემს უბანში მე ვიყავი ასეთი...
ვიყავი პოპულარული ადამიანი და ბავშვობიდან ნათესავებში, ეზოში, ბაღში, სკოლაში მუდმივად ჩემს გარშემო იყო ყურადღება. ამიტომ რომ ვთქვა, რომ ერთ დღეს დამეცა ეს ყურადღება ასე არ ყოფილა," - აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ.
წყარო: "პირველი სტუდია"
გააზიარე სტატია