Logo

"ჩიხირთმა არაა ეგ. რა კამა, რი ნიორი?" - ლუკა ნაჭყებიას რეცეპტს განხილვა მოჰყვა

"ჩიხირთმა არაა ეგ. რა კამა, რი ნიორი?" - ლუკა ნაჭყებიას რეცეპტს განხილვა მოჰყვა

02/28/2026

ტექსტის ზომა

შეფმზარეულის - ლუკა ნაჭყებიას ჩიხირთმის რეცეპტს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა.

"ჩიხირთმა კი არაა ეგ.. ეგ არის თქვენებისეური ვერსია.. გემრიელი იქნება ეჭვიც არ მეპარება.. მაგრამ ტრადიციული იმიტომაა ტრადიციულად უნდა დაიცვა მისი გემოები"

"ოხ ეს მეტიჩარა კაცი"

"ჩიხირთმას წიწაკა არ უხდება"

"რა კამა, რი ნიორი?"

"ჩიხირთმის რეცეპტი ვინ გასწავლათ? ზეთი, ნიორი, ხახვი კარამელიზირებული?

კახელებს და ქართლელებს სთხოვეთ ჩიხირთმის რეცეპტი."

ჩიხირთმა

პირველ რიგში, დავჭრათ ქათამი, ფილე დავამარინადოთ მარილწყალში და შევინახოთ. დარჩენილი ხორცი დავამარილოთ და გავაკეთოთ ბულიონი, და დავუმატოთ ნახევარი ხახვი. ასევე დაგვჭირდება 2 კბილი ნიორი (მოვშუშოთ).

სოუსისთვის დაგვჭირდება: კამა და ქინძი1 კბილი ნიორი, 4 სუფრის კოვზი ძმარი, 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი.

ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ და დავამატოთ 1 კვერცხის გული, შემდეგ ისევ დავაბლენდეროთ და გადავწუროთ.

რუ

ფქვილი მოვხალოთ და დავამატოთ 50 გრამი კარაქი.

50 გრამი რუ დავამატოთ კარამელიზირებულ ხახვს და ნიორს და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ცოტაოდენი ბულიონი და გავაგრძელოთ დაბლენდერება. წამოდუღების შემდეგ გავთიშოთ, ვაცადოთ გაგრილება. დავამატოთ 2 კვერცხი და დავაბლენდეროთ, შემდეგ ეტაპზე, გავაცხელოთ ტაფა და ქათმის დამარინადებული ფილეები შევბრაწოთ. შემდეგ დავადეგლაზიროთ წყლით, დავამატოთ წიწაკა და ლაიმის წვენი.

ჩიხირთმა მზადაა.

ლუკა ნაჭყეპია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026