Logo

ტაბლოიდი

"დაბლოკილი ვარ, თუმცა სახელმწიფო კონცერტებში მონაწილეობა - არც მე მინდა" - სოფო ნიჟარაძე

"დაბლოკილი ვარ, თუმცა სახელმწიფო კონცერტებში მონაწილეობა - არც მე მინდა" - სოფო ნიჟარაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სოფო ნიჟარაძე ეკა ჩხეიძისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ ის ახლა დაბლოკილი მომღერლების სიაშია და სცენიდან მისი გაქრობის მიზეზი მისი პირადი ცხოვრებაა.

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია. ამას ვერსად ვერ გავექცევი. ეს არის მოცემულობა და ალბათ, მე თვითონაც დრო მჭირდება, რომ ამით არ დავკომპლექსდე და რაღაცნაირად ვეცადო, სხვანაირად დავალაგო ყველაფერი. ალბათ, მეც მეტი მომეთხოვება, რომ არავისზე ვიყო დამოკიდებული.

მე ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც არავინ ჩემი სფეროდან არ იქნება დამოკიდებული სახელმწიფოზე. რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ისე აკეთებს, რომ გხდის დამოკიდებულს. ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა, არაფერი გამოვა. ეს არ არის კარგი, არც არასდროს ყოფილა და არც იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ დაბლოკილი ვარ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მეც არ მინდა სახელმწიფო კონცერტებში მივიღო მონაწილეობა. მე არ მაქვს სურვილი, მაგრამ ჭკვიანები რომ იყონ, დამირეკავდნენ და მიმიწვევდნენ; მერე სათქმელი მაინც ექნებოდათ ვპატიჟებთ, მაგრამ არ მოდისო... თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არ აკეთებენ," - თქვა მომღერალმა გადაცემაში "პირველი სტუდია".

ავტორი: ზმნა

12/14/2025