სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სახლის მოწყობა, რემონტი ან თუნდაც ერთი ოთახის განახლება, ხშირად იმაზე მეტ დროსა და თანხას მოითხოვს, ვიდრე თავდაპირველად ვვარაუდობთ. საჭირო ნივთების სია თანდათან იზრდება, სხვადასხვა მაღაზიაში სიარული კი დამატებით დროსა და ენერგიას გვართმევს.
ასეთ დროს, შოპინგის ჭკვიანურად დაგეგმვა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.
ჭკვიანი შოპინგი მხოლოდ იაფი პროდუქტის პოვნას არ ნიშნავს. მთავარი მიზანი, საჭირო ნივთები სწორად შერჩევა, ფასების წინასწარ შედარება და პროდუქტის შეძენის პროცესის მაქსიმალური გამარტივებაა.

1. დაიწყეთ კონკრეტული სიით
დროისა და ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი გზა, საყიდლების სიის შედგენაა. ჩამოწერეთ არა მხოლოდ პროდუქტების დასახელება, არამედ საჭირო რაოდენობა, ზომა, ფერი და სავარაუდო ბიუჯეტიც.
მაგალითად, თუ აბაზანის განახლებას გეგმავთ, წინასწარ უნდა იცოდეთ:
რა ზომის სანტექნიკა ჩაეტევა სივრცეში;
რამდენი კვადრატული მეტრი ფილა დაგჭირდებათ;
რომელი ფერები და მასალები შეესაბამება ერთმანეთს;
რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ თითოეულ კატეგორიაზე.
ასეთი მომზადება იმპულსური შენაძენების რისკს ამცირებს და გეხმარებათ, ყურადღება მხოლოდ საჭირო პროდუქტებზე გაამახვილოთ.

2. გამოიყენეთ ონლაინ შოპინგის შესაძლებლობები
როდესაც მაღაზიაში მისვლამდე პროდუქციის დათვალიერება შეგიძლიათ, არჩევანის გაკეთება მნიშვნელოვნად მარტივდება.
მაგალითად, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი," მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროს ასორტიმენტი, შეამოწმოს პროდუქტის მახასიათებლები, ფასი და მარაგი... ერთმანეთს შეადაროს რამდენიმე ვარიანტი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.
საიტზე Mihouse.ge, პროდუქციის გაფილტვრა სხვადასხვა პარამეტრითაა შესაძლებელი. მათ შორის ბრენდის, ტექნიკური მონაცემებისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით. ეს ფუნქცია განსაკუთრებით კომფორტულია მაშინ, როდესაც უკვე იცით, რა ტიპის ნივთს ეძებთ და ათეულობით შეუსაბამო ვარიანტის ნახვა არ გსურთ.
პროდუქტის წინასწარ, შინიდან გაუსვლელად დათვალიერება და შერჩევა, დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ონლაინ შოპინგი დროის დაზოგვასთან ერთად, არჩევანის უფრო გააზრებულად გაკეთებაშიც გეხმარებათ.

3. შეადარეთ არა მხოლოდ ფასი, არამედ მახასიათებლებიც
ყველაზე დაბალი ფასი ყოველთვის ეკონომიურ არჩევანს არ ნიშნავს. პროდუქტის შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ:
მასალასა და გამძლეობას;
ზომებსა და ტექნიკურ პარამეტრებს;
ენერგომოხმარებას;
კომპლექტაციაში შემავალ დეტალებს;
გარანტიის პირობებს;
მოვლისა და მონტაჟის თავისებურებებს.
მაგალითად, ორი სანათი ან სანტექნიკის მოწყობილობა ვიზუალურად შეიძლება ერთმანეთს ჰგავდეს, თუმცა განსხვავდებოდეს სიმძლავრით, მასალით, ზომითა და გამოყენების პირობებით. ასეთი დეტალების წინასწარ შედარება თავიდან აგაცილებთ შეუსაბამო ნივთის შეძენასა და მის გამოცვლასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.

4. შეამოწმეთ ფასდაკლებები
ჭკვიანი შოპინგის ერთ-ერთი მთავარი წესი ფასდაკლებების რეგულარულად შემოწმებაა.
Mihouse.ge-ზე ფასდაკლების განყოფილება ცალკეა წარმოდგენილი. ამ განყოფილებაში, სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტების სპეციალური ფასით შეძენაა შესაძლებელი.
თუმცა ფასდაკლება მხოლოდ მაშინ არის რეალური დანაზოგი, როდესაც ნივთი ნამდვილად გჭირდებათ. ამიტომ უმჯობესია, ჯერ საჭიროებების სია შეადგინოთ და შემდეგ გადაამოწმოთ, რომელიმე შერჩეულ პროდუქტზე სპეციალური შეთავაზება ხომ არ მოქმედებს.

5. გააერთიანეთ შენაძენები
რემონტის ან სახლის მოწყობის დროს, პროდუქტების ეტაპობრივად და სხვადასხვა ადგილიდან შეძენა ხშირად ზრდის ტრანსპორტირების ხარჯს. თუ წინასწარ იცით, რა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ რამდენიმე კატეგორიის ნივთი ერთ შეკვეთაში გააერთიანოთ.
მაგალითად, აბაზანისთვის ერთდროულად შეარჩიოთ სანტექნიკა, შემრევი, აქსესუარები, განათება და სხვა საჭირო დეტალები.
ამ შემთხვევაში ნაკლები დრო იხარჯება სხვადასხვა მაღაზიაში სიარულზე, შეკვეთების ცალ-ცალკე გაფორმებასა და მათი მიწოდების მოლოდინზე.

6. წინასწარ გაითვალისწინეთ მიწოდების ღირებულება
მიწოდების სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე, მოცულობითი ან დიდი რაოდენობით შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში.
"მიჰაუსში" მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ტვირთის წონაზე, გაბარიტებსა და მისამართზე, ხოლო ონლაინ შეკვეთისას, ტრანსპორტირების თანხა შეკვეთის გაფორმების პროცესში, ავტომატურად გამოითვლება.
თუ თქვენი შეკვეთის ღირებულება 500 ლარიდან ზემოთაა, "მიჰაუსი" 1 500 კილოგრამამდე ტვირთს, თბილისის ტერიტორიაზე უფასოდ მოგაწვდით.
წინასწარ გაეცანით პირობებს და მარტივად განსაზღვრავთ რა უფრო ხელსაყრელია - რამდენიმე ნივთის ერთ შეკვეთაში გაერთიანება, მიწოდების არჩევა თუ პროდუქციის ფილიალიდან თავად გატანა.

7. წინასწარ გაზომეთ სივრცე
არასწორი ზომის პროდუქტის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.
კარის, ავეჯის, სანტექნიკის, ფილების, სანათის ან ტექნიკის არჩევამდე ზუსტად გაზომეთ:
კედლისა და იატაკის ფართობი;
კარისა და ფანჯრის ღიობები;
ავეჯისთვის განკუთვნილი ადგილი;
წყლისა და ელექტრობის წერტილების მდებარეობა;
დერეფნის, სადარბაზოსა და ლიფტის ზომები, თუ მოცულობით ნივთს ყიდულობთ.
რამდენიმე წუთმა, რომელსაც გაზომვას დაუთმობთ, შეიძლება პროდუქტის დაბრუნებასთან, შეცვლასა და განმეორებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯებისგან დაგიცვათ.

8. ჭკვიანი არჩევანი იწყება მომზადებით
სახლისთვის ნივთების შეძენისას, თანხის დაზოგვა, მხოლოდ ფასდაკლების აქციის მოძებნას არ გულისხმობს.
რეალური ეკონომია მიიღწევა მაშინ, როდესაც მომხმარებელი წინასწარ ადგენს სიას, ადარებს პროდუქტებს, ამოწმებს ტექნიკურ მონაცემებს, ითვლის მიწოდების ხარჯს და რამდენიმე შენაძენს ერთ შეკვეთაში აერთიანებს.
ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" ერთ სივრცეში გთავაზობთ სახლის მშენებლობისთვის, რემონტისა და მოწყობისთვის საჭირო მრავალფეროვან პროდუქციას. ასორტიმენტი მოიცავს განათებას, ხელსაწყოებს, აბაზანის მოწყობილობებს, კერამიკულ ფილებს, სამშენებლო და საღებავ მასალებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, კარებს, იატაკისა და კედლის საფარებს, ბაღის პროდუქტებს, გათბობის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემებს, ასევე ტექნიკას...

ამასთანავე, "მიჰაუსში" შოპინგისას, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სახლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქცია წინასწარ დაათვალიეროს და შეარჩიოს, როგორც ონლაინ, ასევე ჰიპერმარკეტის შოურუმებში პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით.
დაიმახსოვრეთ, კარგად დაგეგმილი შოპინგი, ნაკლებ დაკარგულ დროს, ნაკლებ დაუგეგმავ ხარჯს და კომფორტულად მოწყობილ სახლს ნიშნავს.
07/21/2026