Logo

"ჭოლა მამაჩემის სახელია და მე შემრჩა" - ლევან წულაძე

"ჭოლა მამაჩემის სახელია და მე შემრჩა" - ლევან წულაძე

05/04/2026

ტექსტის ზომა

რეჟისორმა ლევან წულაძემ, რომელსაც არა მარტო მეგობრები, მთელი საზოგადოება "ჭოლას" სახელით იცნობს, ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია", ზედმეტსახელის წარმოშობის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ საკუთარ სახელზე - "ლევანზე" მეტად, ზედმეტსახელი "ჭოლა" მოსწონს.

"ჭოლა მამაჩემის სახელია... ეს ამბავი სკოლიდან იწყება, ბავშვობიდან მოდის... მეოთხე კლასში, მეგობრები ერთმანეთს მამის სახელებით მივმართავდით - კიმო, ბაკურა, ჭოლა...მერე მე შემრჩა ეს სახელი, რადგან მომწონდა.
ჯერ ერთი მოკლე სახელია და კარგია. თან ასეთი "ნიკნეიმი" რომ გაქვს, თითქოს უკვე რაღაც ხარ, ბიოგრაფია გაქვს და ესეც მომწონდა...
მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მერე რაღაც ფორმა მიიღო ამ სახელის ტარებამ, თითქოს ვაგრძელებ მის ცხოვრებას," - ამბობს რეჟისორი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ზედმეტსახელილევან წულაძემამამოგონებაჭოლა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026