Logo

ეს გემრიელია

"ჩუბჩიკას მურაბის" რეცეპტი - "მისი მურაბები ნახატს ჰგავდა"

"ჩუბჩიკას მურაბის" რეცეპტი - "მისი მურაბები ნახატს ჰგავდა"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მხატვარ თენზგიზ მირზაშვილზე საუბრისას, იქვე გახსენდება მისი ეს უნიკალური თვისება - შერეული ხილის მურაბების სიყვარული. მისი გარემოცვა, როცა მხატვარს იხსენებს, იქვე დასძენს, რომ "ჩუბჩიკას" სახელოსნოში, მისი მოხარშული მურაბების მოტკბო არომატი ტრიალებდა, ღუმელზე კი, სულ შიშინებდა ჩაიდანი. მხატვარი, მასთან მისულ სტუმრებს, ჩაით, ყველის ასორტითა და საკუთარი საფირმო მურაბით უმასპინძლდებოდა.

აი, რას იგონებს მისი მეგობარი, ეთერ თათარაიძე:

"მის სახელოსნოში და შინ, გამუდმებით თუხთუხებდა მურაბა. ეს უყვარდა და ამით ითქვამდა სულს. როგორი ოხშივარიც აღმოსავლური ბაზრების ნახატებიდან შეიგრძნობა, ისეთი სურნელი ტრიალებდა მის სახელოსნოში. ვიხსენებ ხოლმე, რას ურევდა ერთმანეთში და ხანდახან სახლში ვამბობ, "ჩუბჩიკას მურაბა" უნდა მოგიხარშოთ-მეთქი.

მისი მურაბები არავის მსგავსი არ იყო, ნახატს ჰგავდა. სხვადასხვა ხილს ურევდა ერთმანეთში. მაგალითად, კომშს და ატამს ერთად მოხარშავდა. ლიმონის და ფორთოხლის გარეშე მურაბას არასდროს ამზადებდა. ციტრუსს სულ ურევდა. ყურძენს ჩააწურავდა... სქელ სიროფს იღებდა. ისეთი არომატი ჰქონდა, ვერავინ მსგავსს ვერ გააკეთებს. არც უნდა სცადოს. მურაბების ფერადოვნებაში ტოლი არ ჰყავდა.

წარმოუდგენლად თავისუფალი რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ; თხლად დაჭრილი ვაშლი, კომში, სხვადასხვა ხილის ჩირი, ჩაჭყლეტილი ადესა ყურძენი და ლიმონი ჩაყარეთ ადუღებულ სიროფში. ბოლოს ჩააწურეთ ერთი ლიმონი. ის ფერებს უნარჩუნებს მოხარშულ ხილს..."

ავტორი: თამარ გონგაძე

03/27/2026