Logo

ჩუმი ტრაგედია - ცნობილი ფსიქოლოგის უცნობი ამბავი

ჩუმი ტრაგედია - ცნობილი ფსიქოლოგის უცნობი ამბავი

09/08/2026

ტექსტის ზომა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ თავისი ცხოვრების მძიმე ეპიზოდი გაიხსენა. მისი თქმით, წლების წინ გოგონა გააჩინა, რომელიც დაახლოებით 6 თვის ნაყოფი იყო. ბავშვი დაბადებისას ცოცხალი იყო, მან მისი ცისფერი თვალებიც დაინახა და ახალშობილმა დაახლოებით ორი დღე იცოცხლა. შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა.

მარინა კაჭარავა: ეს ჩემი ჩუმი ტრაგედიაა. ეს იყო 1992 წელი...

ამ დროს მე უფროსი შვილი, ლუკა მყავდა უკვე. ვიყავი ფეხმძიმედ, აგვისტოში ველოდებოდი ბავშვს. 8 მაისს დამაწვინეს პირველ სამშობიაროში. იქ ძალიან სადღესასწაულო განწყობა იყო, ყველა სვამდა და ქეიფობდა. მოინდომეს, რომ ჩემთვის დამაჩქარებლები გაეკეთებინათ. მე ძალიან შემეშინდა. ბებიაჩემს ჰქონდა ინსულტი და დედა იქ იყო, ჩემს მეუღლეს არ უშვებდნენ. მარტო ვიყავი, ერთადერთი, ვლოცულობდი, იქნებ დავავიწყდე მეთქი, გადავიფარე საბანი და ვიყავი ჩუმად. 32 წლის ვიყავი...

11-ში დამეწყო მშობიარობა. მეორე მშობიარობაზე საკეისრო უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ამის საშუალება არ იყო. საკმაოდ მტკივნეული იყო ეს მშობიარობა, დაიბადა გოგონა, დავინახე მისი ცისფერი თვალები, პროფილი, გავიგონე მისი ხმა... თითქოს, წრიპინი...

ეს დღემდე ჩემი ჩუმი კოშმარია.

ბებია ქალმა მითხრა, კი დაიბადა, მაგრამ ეს ბავშვი არ არისო... მერე გაახვიეს, ყველაფერს ვუყურებდი და გაიყვანეს...

ამის მერე გამიყვანეს პალატაში, ყველასთან ბავშვები მიჰყავდათ და ძალიან განვიცდიდი. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, ვლოცულობდი.

ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ გაჩნდა ბავშვი, იყო გოგო, იმ პერიოდში, ცალკე აწვენდნენ. ამ ბავშვს ჩემთვის თეკლა ჰქვია...

მერე ჩემთან შემოვიდა ვიღაც ქალბატონი და მითხრა, ბავშვი დაიღუპაო... რომც ეცოცხლა, მაინც არ ივარგებდა, 6-თვიანი იყო და იმდენი პრობლემა ექნებოდა, მადლობა უნდა თქვა, ასე რომ მოხდაო...

ინტერვიუ სრულად

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026