რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1700 წელი გავიდა, რაც ქართულმა ერთობამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ქართველი ერი, წარმართული ტყვეობიდან, წმინდა ნინომ გამოიხსნა. ქრისტიანობაა მთელი ეს პერიოდი ფარად რომ გვიცავს.
პოდკასტში - "ის, რაც გვაერთიანებს - 1700" ისტორიის დოქტორი მაკა ჩხაიძე ქართველ ერს ამგვარი სტატუსით მოიხსენიებს - "კვართის მცველები". ეს მისიაა დღემდე რომ მოგვიყვანა და რუკიდან ვერაფერმა წაგვშალა. და როცა უფალი განსაკუთრებულ მისიას გაკისრებს, ის ღირსეულად უნდა ატარო.
ისტორიის დოქტორი, ხამწერი მაკა ჩხაიძე:
"მთა ქართლისა, სადაც არმაზის კერპია, არის დასაბამი საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ის ხდება დასაბამი, უკვე ქრისტიანობის. აქვეა უფლის კვართი დაკრძალული. ესეც არის საოცარი განგება უფლისა. აი, აქ დაასახლა ეს ქართველთა მოდგმა. აქ მისცა დედაქალაქი.
უფალმა იცოდა, რომ აქ უნდა დაკრძალულიყო მისი კვართი და ეს ერი მომავალში კვართის მცველი უნდა გამხდარიყო. კვართის სიმბოლოდან გამომდინარე - რას ნიშნავს კვართის მცველობა?
კვართი - ეს არის ერთიანი, დაურღვეველი ქრისტეს სხეული, ერთიანი დაურღვეველი ეკლესია და სარწმუნოება; ანუ კვართის მცველობა, ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოების მცველობა.
მთელი ჩვენი ისტორია - 1700 წელი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ვემსახურებით ამას, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს კვართის მცველები. ყოველი ქართველი, რომელიც მოკვდა ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის, ის აღასრულებს თავის მისიას. მან დაიცვა ის, რისთვისაც ის უფალმა დაადგინა. და რისთვისაც გავხდით ღვთისმშობლის წილხვედრილები. ღვთისმშობლისგან მფარველობა იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ მისი ძის ერთგულები და ჭეშმარიტების მცველები.
07/17/2026