საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის დედას, რომელიც საზოგადოებისგან შვილის პოვნაში დახმარებას ითხოვს, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე მიმართვას.
ეკა კუპატაძე, შვილის სიკვდილის შემდეგ, საზოგადოებისათვის, სამართლიანობისათვის მებრძოლი დედის სახედ იქცა. მისი ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად ადამიანებისათვის ძალისა და იმედის მომცემია გახდა.
"ქალბატონო სოფო, მე გიგა ავალიანის დედა ვარ. საოცარი ძალა აქვს საზოგადოების მხარდაჭერას და თქვენ მთელი საქართველოს მხარდაჭერა გაქვთ. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ გაპოვნინოთ თქვენი გურიკა," - წერს ეკა კუპატაძე.
შეგახსენებთ, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებასა და ტერიტორიის სპეციალური ტექნიკით დათვალიერებას ითხოვს.
გამოძიების მასალების მიხედვით, მეგობრებთან ერთად მლეთაში ექსკურსიაზე წასული 17 წლის ბიჭი, უკანასკნელად ღამის 3 საათზე ნახეს.
მისი მეგობრები აცხადებდნენ, რომ გურამი გზად ქვაზე ჩამოჯდა, თავად კი სვლა განაგრძეს. ქვემო მლეთაში ჩასვლის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ გურამი მათთან აღარ იყო. 17 წლის ბიჭის კვალი მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა ხევში ჩავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეორე დღეს ამ ხევში ზვავი ჩამოწვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
07/29/2026