Logo

საზოგადოება

"ჩვენი გოგოები ვულგარულად არ იქცეოდნენ, არ იგინებოდნენ" - ალიონა ნესტერიუკის კომენტარი ქორწილის ინციდენტზე

"ჩვენი გოგოები ვულგარულად არ იქცეოდნენ, არ იგინებოდნენ" - ალიონა ნესტერიუკის კომენტარი ქორწილის ინციდენტზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

18 ივლისს კახეთში ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ქალი, ალიონა ნესტერიუკი (ვისაც მუშტი დაარტყა გიორგი ჭიღლაძემ და დააკავეს) ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ძალადობის „პროვოცირება“ არ მოუხდენიათ.

ალიონა ნესტერიუკის ვიდეოკომენტარი მომხდართან დაკავშირებით, 20 ივლისს, პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ გაავრცელა.

ნესტერიუკის თქმით, ის დაახლოებით მერვედ იმყოფება საქართველოში და „ასეთი პრობლემა“ არასოდეს შეჰქმნია.

„მე თვითონაც არ ვარ პრობლემური ადამიანი. ასეთი ვითარება ჩემს ცხოვრებაში საერთოდ პირველია, ჩვენდამი, ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება“.

„არ ვფიქრობ, რომ რაიმენაირად პროვოცირება მოვახდინეთ“, - ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ არ გაუკეთებიათ არაფერი იმის მსგავსი, რასაც „ინტერნეტში წერენ“. „არაფერი არ გადაგვიღვრია“, - ამბობს ის.

„ჩვენ ჩამოვედით, რომ აღგვენიშნა დაქალის დაბადების დღე, ხუთნი ვიყავით, მხოლოდ გოგოები, - კაცები არ ყოფილან“, - ამბობს და ამატებს, რომ პირადად ოთახში იმყოფებოდა.

„ჩვენ ახალი შესულები ვიყავით. დავიწყეთ აღნიშვნა. ბოთლი შამპანური გვქონდა, გავხსენით. როგორც მეორე მხარე ამბობს, ბუნებრივია, შესაძლებელია წვეთები მოხვდათ, როგორც ისინი ამბობენ, როგორც მეორე მხარე ამბობს, მაგრამ რომ ნახოთ, ეს, პრინციპში, არარეალურია. იქ სახურავია, აივანი… არსად გავსულვართ, მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით, ამიტომ შეიძლება რაღაც გაუგებრობა იყო ორ მხარეს შორის, შეიძლება რაღაც სიტყვიერი პოლემიკა, მაგრამ, ერთმნიშვნელოვნად, 100 პროცენტით, ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ იქცეოდნენ, არ იგინებოდნენ. მეორე მხარემ დაიწყო გინება, ეს ვიდეოზეც კი ჩანს, ჩვენი გოგოები არ შეურაცხყოფდნენ არავითარ შემთხვევაში არც ერთ მხარეს, არც ერთ ადამიანს, პიროვნებებზე არ გადავსულვართ 100 პროცენტით. მე მით უმეტეს, საერთოდ ოთახში ვიყავი, როცა ეს სიტუაცია მოხდა“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, ბრალდებული - გიორგი ჭიღლაძე „შემოვარდა ოთახში“ და მისმა მეგობრებმა „უბრალოდ გააღეს“ კარი, რადგან ეგონათ, რომ ის იყო მენეჯერი, - რომელიც მცირე ხნით ადრე, ერთხელ უკვე იყო ოთახში შესული დაცვის თანამშრომელთან ერთად.

„მენეჯერს ვთხოვეთ, დაერეგულირებინა კონფლიქტი. ის იყო ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად, ვთხოვეთ დარეგულირება, ვინაიდან ეს ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელია, ჩვენც სტუმრები ვართ, ჩვენც ჩამოვედით ამ ქვეყანაში ყველანაირი პატივისცემით და არა პირველად და ვიცით, როგორც უნდა მოვიქცეთ აქ“.

„ჩემი აზრით, იყო სრულებით არაადეკვატური. არაადეკვატური თვალები ჰქონდა და, დიახ, ჩვენ ყველას შეგვეშინდა“.

ასევე დაგაინტერესებთ:

"მთვრალი, რუსი დედაკაცები ქართველების ბედნიერებას ვერ იტანენ" - ქორწილის ინციდენტს გიორგი ჭიღლაძის მამა ეხმიანება

ავტორი: ზმნა

07/20/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024