Logo

"ჩვენი ისტორია ჰოლივუდის სცენარივით განვითარდა" - მაკას და გიორგის სიყვარულის ისტორია

"ჩვენი ისტორია ჰოლივუდის სცენარივით განვითარდა" - მაკას და გიორგის სიყვარულის ისტორია

06/03/2026

ტექსტის ზომა

მაკა ჩიჩუამ და გიორგი მარგველაშვილმა ერთმანეთი თავიანთი ქალიშვილების წყალობით გაიცნეს. ანა და მაშო მეგობრობდნენ. მეგობრობას ოჯახების დაახლოება მოჰყვა. მერე კი - მაკამ პოდკასტში "მერე?" ისაუბრა.

მაკა ჩიჩუა: დედა გიორგის მეზობელია და როდესაც მაშო დედაჩემთან დასატოვებლად მიმყავდა, ანაც იქ იყო, მამასთან და ბებიასთან და იქიდან დაიწყო მათი მეგობრობა. ანა ხშირად იყო ჩემთან და მაშო - მათთან. კონტაქტში უფროსებიც შევედით. გიორგის ტელეფონზეც დავლაპარაკებივარ. მაგრამ თავიდანვე არაფერი ყოფილა. იმ პერიოდში გიორგის ოჯახი ჰყავდა. მერე მოვლენები ასე განვითარდა. ანა მეუბნებოდა, მაკა, წამოდი დუშეთს გაჩვენებო, მაშოც მთხოვდა. მეთქი - რა მინდა ახლა დუშეთში, სად უნდა წავიდე-მეთქი? ერთხელ, ორჯერ და მერე რაღაცნაირად ისე აეწყო... გიორგის ოჯახი დაინგრა და ჩემთანაც იგივე ხდებოდა. ასე მოხდა. ჰოლივუდის სცენარივით განვითარდა. ბავშვები ხტოდნენ, უი, რა კარგია, ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენი დედა და მამა ერთად არიანო. საყვარლად განვითარდა ისტორია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026