Logo

"გასკდა გული. ჩვენი კეთილი გიო. ვერასოდეს მოგინელებთ" - რას გვიყვება რუსთაველის თეატრის მსახიობი

"გასკდა გული. ჩვენი კეთილი გიო. ვერასოდეს მოგინელებთ" - რას გვიყვება რუსთაველის თეატრის მსახიობი

11/26/2025

ტექსტის ზომა

რუსთაველის თეატრის მსახიობი - მანანა აბრამიშვილი, სოციალური ქსელით, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"გასკდა გული. როგორ მიყვარს ეს კარგი ბიჭი. ვერასოდეს მოგინელებთ ვერავინ, გიო. ღმერთოო, რატომ, რისთვის? არაა!!! არ მჯერაა!!! ჩვენი კეთილი ოქრო გიო" - წერს მსახიობი ფეისბუქზე.

ზმნა.ჯი მანანას დაუკავშირდა. მსახიობი შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის.

მანანა აბრამიშვილი: გიორგი ნავერიანი17 წლის იყო. გიოსთან ერთად ერთ სპექტაკლში მესტიის კულტურის ცენტრში ვითამაშე.

ძალიან მიყვარდა, უკეთილესი, ვაჟკაცური ბიჭი იყო. მესტიაში ერთი თვე მომიწია ყოფნა. სულ ერთად ვიყავით. გვერდიდან არ მშორდებოდა.

გუშინ რომ ეს ამბავი გავიგე, ძალიან განვიცადე.

თბილისში არ ვარ. ჯერჯერობით, არ ვიცი გარდაცვალების მიზეზი და დეტალები.

მანანა აბრამიშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ლილიანა ფალიანი

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026