ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ.
ქართველი მომღერალი და ცნობილი ამერიკელი აგენტი ერთმანეთს 2023 წელს, „American Idol-ის“ შემდეგ შეხვდნენ.
დარენი მომღერალს თავად დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. მათი ურთიერთობა თავდაპირველად პროფესიული იყო, მოგვიანებით კი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ნუცას ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა.
წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 2025 წლის აპრილში დაიწყო, ივნისში კი დარენმა ნუცას ხელი სთხოვა. ისინი ქორწილს გეგმავდნენ, თუმცა დაქორწინება ვერ მოასწრეს. 2026 წლის 30 ივლისს დარენ პრინცმა მათი დაშორება საჯაროდ დაადასტურა.
წყვილის გადაწყვეტილების შესახებ დარენ პრინცმა სოციალურ ქსელში დაწერა და ნუცას ემოციური პოსტი მიუძღვნა.
"რა საოცარი გზა გამოვიარეთ ერთად, ნუცა ბუზალაძე.
ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა გარკვეული მიზეზით შეგვახვედრა. ის, რაც პირად ურთიერთობაშიც მოხდა, ისეთი რამ იყო, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით, ხოლო ჩვენ მიერ ერთად შექმნილი მოგონებები მთელი ცხოვრება დარჩება.
შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო, თუმცა ცხოვრებაში დროის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიცით, რომ ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა.
შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო და იცი, რომ მუდამ შენ გვერდით ვიქნები, როგორც შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე კვლავაც იბრწყინე ისე, როგორც იმ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები," - წერს დარენ პრინცი.
07/30/2026