Logo

საზოგადოება

"ჩვენი ურთიერთობის დალაგება პატრიარქმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა..." - ნიკოლოზ რაჭველი ვახტანგ კახიძეზე

"ჩვენი ურთიერთობის დალაგება პატრიარქმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა..." - ნიკოლოზ რაჭველი ვახტანგ კახიძეზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნიკოლოზ რაჭველმა გიორგი უშიკიშვილის პოდკასტში სტუმრობისას, ჯანსუღ კახიძესთან მეგობრობასა (თუ როგორ გაიცნო მაესტრო 10 წლის ასაკში) და ვახტანგ კახიძესთან ცუდ ურთიერთობაზე ისაუბრა. ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ ნიკოლოზ რაჭველსა და ვატო კახიძეს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ამის მიზეზად რაჭველი ეჭვინობას ასახელებს.

- როგორ გაიცანი ჯანსუღ კახიძე?

ნიკოლოზ რაჭველი: ოპერის თეატრში "აბესალომ და ეთერის" შემდეგ გამოდიოდა მაესტრო და დარბაზს კითხვების დასმა შეეძლო. მივედი პარტიტურით და ბევრი კითხვა დავსვი, მათ შორის ესეც - რამდენად აქვს დირიჟორს იმის უფლება ჩაერიოს კომპოზიტორის ნაშრომში-მეთქი? დღეს ვფიქრობ, რომ აქვს ამის უფლება, თუმცა ზღვარი არსებობს. მისეულ ვერსიას მეც სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. თუმცა მაშინ პატარა ვიყავი და გავოცდი.

ათი წლის ბავშვი რომ ასეთ შეკითხვას გისვამს და ხედავ, თავისზე დიდი ნოტი უჭირავს ხელში, დაინტერესდები. მიმიხმო და უცებ სიტუაცია გადაიქცა ჩვენს დიალოგად, რომელსაც 1200 მსმენელი ჰყავდა. ბოლოს გამოაცხადა, მე ვიღებ მასზე მეურვეობას, რადგან განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმეო. სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა და მისი ჩემდამი ყურადღება.

მერე, შემდეგ კონცერტზე ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია შესრულდა, რომლის შემდეგ მსგავსი ფორმატის შეხვედრაზე ვიკამათეთ. მან მითხრა, თუ ჩემი ინტერპრეტაცია არ მოგწონს, აი, ჯოხი და იდირიჟორეო. ვიდირიჟორე და თავისი ჯოხი მაჩუქა.

მე ვერ დავიჯერებ, რომ იდიალურად ვიდირიჟორე, ორკესტრმაც გამოიჩინა პროფესიონალიზმი, მაგრამ იყო რამდენიმე მომენტი, რომელსაც ჩემს გარეშე ვერ დაუკრავდნენ, თუნდაც პირველი ოთხი ტაქტი, თუ ძალიან ზუსტად არ აჩვენა დირიჟორმა, გამორიცხულია დაუკრან. მახსოვს, ჩემს თავს ვაკონტროლებდი, გამოვცადო ორკესტრი რამდენად მომყვება-მეთქი.

მე ვენაში ვსწავლობდი და ბატონი ჯანსუღი მირეკავდა, ტელეფონით ვსაუბრობდით, ყველაფერი აინტერესებდა, რას ვსწავლობდი. უკანასკნელ ინტერვიუში, კითხვაზე - ვის ხედავთ თქვენს გამგრძელებლადო, ის ცალსახად პასუხობს ჩემზე. მაშინ 20 წლის ვიყავი.

ჯანსუღ კახიძე

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა ჯანსუღთან, მსგავსი ურთიერთობა არ მქონდა და დღესაც არ მაქვს მის ოჯახთან, კონკრეტულად შვილთან, ვახტანგთან. ამის მიზეზი, ერთგვარად, ეჭვიანობის შეგრძნებაა. რთულია, როდესაც საკუთარი მამა სხვა ადამიანით არის გატაცებული.

ვახტანგი ჩემზე 20 წლით უფროსია და ვერ ჩავთვლი, რომ მე მისი კონკურენტი ვიქნებოდი. სხვადასხვა თაობები ვართ. ისევე, როგორც ჩემი კონკურენტი ცოტნე ზედგინიძე ან გიორგი გიგაშვილი ვერ იქნებიან.

ვახტანგმა საბჭოთა კავშირის ეპოქაში უფრო დიდხანს იცხოვრა, ვიდრე - მე. იმ ეპოქაში ტენდენცია იყო, რომ მნიშვნელოვანი დირიჟორი, ქვეყანას ერთი უნდა ჰყოლოდა. რეჟისორი ერთი... რაღაც სფეროებში მონოპოლიზაცია იყო.

ვახტანგმა მამის პროფესია გააგრძელა, მეც გავხდი დირიჟორი, კარგი იქნებოდა, ჩვენს თაობებს შორის კიდევ ყოფილიყო ვინმე სხვა. იმ ხანად ამ სფეროში ასეთი მომრავლებული არ იყვნენ ნიჭიერი მსურველები.

ზედმიწევნით უსიამოვნო მომენტები იყო ჩვენს ცხოვრებაში. მე სულ დუმილით... ჩემ თავში ვახტანგის მიმართ არაკეთილისმსურველობა არ დამიჭერია. პირიქით, მის კონცერტებს დავსწრებივარ. მე მიყვარს მისი "იავნანამ რა ქმნასთვის" შექმნილი მუსიკა; ბალეტი "ამორძალები" ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო.

ჩემთვის, როგორც ჯანსუღ კახიძე, ისე ვახტანგ კახიძე არის მნიშვნელოვანი ქართველი ავტორი და დირიჟორი. მაგრამ ასე ინება ბედისწერამ, ჩვენ არ უნდა ვიმეგობროთ.

ჩვენი ურთიერთობის დალაგება პატრიარქმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა...

ავტორი: ზმნა

08/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024