Logo

ჯანმრთელობა

"ჩვენს ქვეყენაში, ზოგჯერ მედიცინა უფრო სახიფათოა, ვიდრე - დაავადება" - მედიკოსი ჯაბა ზარქუა

"ჩვენს ქვეყენაში, ზოგჯერ მედიცინა უფრო სახიფათოა, ვიდრე - დაავადება" - მედიკოსი ჯაბა ზარქუა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ექიმი ჯაბა ზარქუა იმ გავრცელებულ მოსაზრებას ეხმაურება, რომელიც ქართველი პაციენტების შესახებ არსებობს და რომლის მიხედვითაც, ქართველი პაციენტი ექიმთან არასაკმარისად ხშირად დადის. ჯაბა ზარქუა მიიჩნევს,რომ საქართველოში ზოგჯერ ექიმთან ვიზიტი უფრო საშიშია, ვიდრე თავად დაავადება და შეახსენებს საზოგადოებას, რომ ყველაფრის პროფილაქტიკური კვლევა აუცილებელი არაა.

„ერთ მავნებლურ მითს მინდა შევეხო, რომელიც ქართველებს თავში გვიტენის შემდეგს: “ქართველი ადამიანი უკულტუროა, ექიმთან იქამდე არ მივა, სანამ არ მოკვდება”.

ტყუილია ეს. ეს მითი გაავრცელეს შემდეგი ტიპის ექიმებმა:

- ჟილბერის სინდრომის გამო თვეში ერთხელ ანალიზებს რომ აკეთებინებენ და წამლებს უნიშნავენ ახალგაზრდა ჯანმრთელ გოგო-ბიჭებს

- გასტროსკოპიისას ერთ ეროზიას რომ ნახავენ კუჭში და სერიოზული სახით ეტყვიან პაციენტს რომ ახლა მკურნალობა ჩაიტაროს სასწრაფოდ და ერთ თვეში ისევ გასტროსკოპიით გადააკონტროლოს

- გრძელი ნაწლავის გამო ოპერაციებს და კონტროლს რო დაუნიშნავენ პროფესორის გამომეტყველებით

- გაურთულებელ ღვიძლის ცხიმოვან დაავადებაზე სამ თვეში ერთხელ რომ აკეთებინებენ ექოს და ანალიზებს დანიშნული ჰეპატოპროტექტორების “ეფექტის” შესამოწმებლად

- ეკრანებიდან რომ იმოძღვრებიან თითქოს ყველა ახალგაზრდა ადამიანმა წელიწადში რამდენიმეჯერ პროფილაქტიკური კვლევა უნდა იტაროს თუ უკულტურო არაა

ჰოდა, ნუ ითრგუნავთ თავს.

ყველას ყველაფრის პროფილაქტიკური კვლევა არ სჭირდება. მეტიც - არ არსებობს ყველაფრის პროფილაქტიკური კვლევა. მეტიც - ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც მედიცინა ზოგჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე დაავადება.

არ არის ქართველი ადამიანი უკულტურო. ჩემი აზრით, ძალიან ხშირად დადის ექიმთან და საკმარისად დამჯერეცაა ექიმის სიტყვის (აჰმ, ექიმმა თუ ლაპარაკი არ იცის, დიდი ბოდიში ახლა, რას დაუჯერებს მაშინ?).

უკულტურო ეს მყაყე უჭკუო ფსევდოელიტაა, რომელიც ან ნელ-ნელა აუცილებლად ააცვამს საჯარო სივრციდან ან შეეშვება ადამიანების გამუდმებულ დათრგუნვა,“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ზმნა

12/30/2025

მედიცინასახიფათოჯაბა ზარქუა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024