Logo

ყველაფერი ბავშვებზე

ჩვილი და კონდიციონერი ზაფხულში - საფრთხე თუ კომფორტი? - პედიატრის რჩევები მშობლებს

ჩვილი და კონდიციონერი ზაფხულში - საფრთხე თუ კომფორტი? - პედიატრის რჩევები მშობლებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულის ცხელ დღეებში, საკუთარი პატარისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, თითოეული მშობლის მთავარი საზრუნავია.
მშობლებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, უსაფრთხოა თუ არა ჩვილისთვის კონდიციონერიანი ოთახი და ზრდის თუ არა ის გაციებისა და ინფექციების რისკს?

სინამდვილეში, ჰაერის გამაგრილებლის გამოყენება სრულიად ნებადართულია, თუმცა გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია.

ექიმი-პედიატრი თამარ ობგაიძე განმარტავს, თუ როგორ შევინარჩუნოთ ოპტიმალური ტემპერატურა სახლსა და ავტომობილში, როგორ თავიდან ავიცილოთ კანის გამოშრობა და დავიცვათ ბავშვი მავნე ბაქტერიებისგან.

თამარ ობგაიძე

„შეიძლება თუ არა ზაფხულში გამოვიყენოთ ჰაერის გამაგრილებელი კონდიციონერი იმისთვის, რომ ბავშვი იყოს გრილად?

ძალიან ხშირად კონდიციონერის გამოყენების მშობლებს ეშინიათ ხოლმე... რეალურად, რა თქმა უნდა, კონიციონერით ჰაერის გაგრილება შეიძლება, თუმცა უნდა დავიცვათ გარკვეული სიფრთხილეები.

პირველი - რაც უნდა გვახსოვდეს, ეს არის, რომ ბავშვს არ უბერავდეს პირდაპირ კონდიციონერის ცივი ჰაერი.

ბავშვი

მეორე - აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ ტემპერატურის ნორმალური რეჟიმი.
კონდიციონერის გამოყენება იმას არ ნიშნავს, რომ ოთახში ციოდეს და ბავშვს ეცვას თბილად.

დაახლოებით 23-დან 25 გრადუსამდე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ტემპერატურა ისე, რომ ბავშვს არ დასჭირდეს დამატებითი სამოსის ჩაცმა.

არ დაგავიწყდეთ კონდიციონერის ასეთი რეჟიმის დაცვა მანქანაშიც.

ბავშვი

მესამე - პერიოდულად აუცილებლად უნდა გამორთოთ კონდიციონერი, გაანიავოთ და დაატენიანოთ ოთახი... ასევე საჭიროა დაატენიანოთ ბავშვის კანიც, რადგან კონდიციონერმა შეიძლება ის გააშროს.

კკკ

მეოთხე - მუდმივად აკონტროლეთ ფილტრები კონდიციონერში და შეცვალეთ ისინი, გაწმინდეთ, რათა არ მოხდეს იქ დაგროვილი ბაქტერიების და სოკოების გავრცელება ჰაერში, რაც აუცილებლად გამოიწვევს სასუნთქი გზების ინფექციების მატებას,“ - გვირჩევს პედიატრი.

ავტორი: ზმნა

08/10/2026

ბავშვითამარ ობგაიძეკონდიციონერიპედიატრი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024