Logo

ბიზნეს ამბები

Coca-Cola - სამკურნალო სიროფი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სასმელი, შემთხვევით გახდა

Coca-Cola - სამკურნალო სიროფი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სასმელი, შემთხვევით გახდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს Coca-Cola  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაზიანი სასმელია და მას ყოველდღიურად, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მილიარდობით ადამიანი სვამს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ პროდუქტი, თავდაპირველად სულ სხვა დანიშნულებით შეიქმნა.

კოკა-კოლას ისტორია, თავიდან, როგორც სამკურნალო სიროფის ექსპერიმენტი, ისე დაიწყო, რომელიც შემდეგ, სრულიად შემთხვევით, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პროდუქტად გადაიქცა.

1886 წელს, ამერიკელი ფარმაცევტი ჯონ სტით პემბერტონი ატლანტაში მუშაობდა და სხვადასხვა სამკურნალო ნარევის შექმნით იყო დაკავებული.

მე-19 საუკუნის ამერიკაში ე.წ. „მატონიზირებელი სასმელები“ ძალიან პოპულარული იყო. ადამიანები ხშირად სვამდნენ მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებულ ნარევებს, რომლებიც ენერგიის მომატებას, თავის ტკივილის შემცირებას ან ნერვული დაღლილობის შემსუბუქებას უნდა დახმარებოდა.

კოკა - კოლა

სწორედ ასეთი სითხის შექმნას ცდილობდა პემბერტონი, როცა ექსპერიმენტების შედეგად მიიღო სიროფი, რომელიც კოკას ფოთლის ექსტრაქტს და კოლას კაკალს  შეიცავდა. სწორედ ამ ორი ინგრედიენტის სახელებიდან გაჩნდა მოგვიანებით ბრენდის სახელიც: Coca-Cola.

ახალი სიროფი პირველად 1886 წლის 8 მაისს ატლანტის ერთ აფთიაქში — Jacobs Pharmacy-ში გაყიდეს.

სიროფს წყალს უმატებდნენ და ისე ასმევდნენ მომხმარებლებს. ერთი ჭიქა დაახლოებით ხუთი ცენტი ღირდა. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პროდუქტი ოდესმე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი გახდებოდა.

პირველ წელს კოკა-კოლა დიდი წარმატებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. სასმელი დღეში საშუალოდ მხოლოდ ცხრა ჭიქა იყიდებოდა... მაგრამ ერთხელ, აფთიაქარის მიერ დაშვებულმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა.

კოკა - კოლა

ერთ დღეს აფთიაქის თანამშრომელმა სიროფში ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად გაზიანი წყალი დაამატა. აღმოჩნდა, რომ ახალი ნარევი ბევრად უფრო გემრიელი იყო.

სწორედ ამ შემთხვევითმა შეცდომამ განსაზღვრა სასმელის მომავალი...  მომხმარებლებს სწორედ ეს ვერსია მოეწონათ და მალე კოკა-კოლა გაზიან სასმელად  იქცა.

კოკა-კოლას სახელიც და ლოგოც იმავე წელს შეიქმნა. პემბერტონის პარტნიორმა და ბუღალტერმა ფრენკ რობინსონმა იფიქრა, რომ ორი „C“ ასო რეკლამაში ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა და სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ხელწერა, რომელიც ბრენდის ლოგოდ იქცა.

კოკა - კოლა

ეს ლოგო თითქმის 140 წელია პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

პემბერტონმა ვერ მოასწრო თავისი გამოგონების სრული წარმატების ნახვა. რამდენიმე წლის შემდეგ ბრენდი ბიზნესმენმა ასა კანდლერმა შეიძინა, რომელმაც Coca-Cola ნელ-ნელა მთელ ამერიკაში გაავრცელა.

დროის განმავლობაში პატარა აფთიაქის სიროფი გადაიქცა სასმელად, რომელსაც დღეს მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში სვამენ.

ყველაფერი კი დაიწყო ერთი ექსპერიმენტით და შემთხვევითი შეცდომით, რომელმაც ისტორია შეცვალა.

ავტორი: ზმნა

03/31/2026

ამბავიისტორიაკოკა-კოლასაინტერესო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024