ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
იტალიელი დირიჟორი - კარლო პონტი იუბილარია, ის 57 წლის გახდა.
"დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ცხოვრების თანამგზავრო, მიყვარხარ!"- ასე ულოცავს ქმარს იუბილეს ქართველი მეუღლე მარიამ შარმანაშვილი.
მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი გასულ წელს დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი მცხეთის სამთავროს მონასტერში დაიწერა.

ვიდრე კარლო პონტი ჯვარს ქართველ ქალზე - მარიამ შარმანაშვილზე დაიწერდა, მართლმადიდებლად მოინათლა. ნათლობა აპრილში, მცხეთის სამთავროს მონასტერში შედგა. იტალიელ დირიჟორს, საქართველოში ნათლობის დროს, გაბრიელი დაერქვა.
კარლო პონტის ნათლობის სახელის შერჩევის ისტორიაზე "ზმნის" მკითხველს მარიამ შერმანაშვილი ესაუბრა.
"გეტყვით იმასაც, თუ რატომ შეირჩა სახელი გაბრიელი. მამა გაბრიელმა, ვინც მონათლა და შემდეგ ვინც ჩვენ ჯვარი დაგვწერა, კარლოს - სახელის შერჩევა სთხოვა. ვინაიდან ჩვენი ქორწინების თარიღი, რომელიც აბსოლუტურად შემთხვევით გვქონდა არჩეული - 26 ივლისი - მთავარ ანგელოზ გაბრიელის ხსენების დღე აღმოჩნდა და ამას ემატებოდა ჩემი ძალიან დიდი სიყვარული მამა გაბრიელის და სამთავროს მონასტრის მიმართ, კარლომაც თქვა - მოდი, გაბრიელს დავირქმევ,"-იხსენებს მარიამი.
შეგახსენებთ, რომ კარლო პონტი, ცნობილი იტალიელი კინოპროდიუსერის კარლო პონტი უფროსისა და ლეგენდარული კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟია.
12/29/2025