Logo

დაბადების დღის ყველაზე დიდი შეცდომა - რატომ არ შეიძლება სანთლების ჩაქრობა?

დაბადების დღის ყველაზე დიდი შეცდომა  - რატომ არ შეიძლება სანთლების ჩაქრობა?

05/31/2026

ტექსტის ზომა

დაბადების დღის ტორტი, ტრადიციული სიმღერა და სანთლების ჩაქრობა - ეს რიტუალი დაბადების დღეების უცვლელი ტრადიციაა. თუმცა ეზოთერიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ერთი შეხედვით უწყინარ გართობას, ადამიანის ენერგეტიკაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ტორტი

ეზოთერიკოსი კახა კვარაცხელია განმარტავს, რომ დაბადების დღე ცხოვრების ახალი ციკლის დასაწყისია, ხოლო ანთებული სანთელი, სიცოცხლის, ძალისა და სურვილების სიმბოლო. სწორედ ამიტომ, სანთლის ჩაქრობა, საკუთარი ენერგიის „გამორთვას“ ნიშნავს. "ყველაზე დიდი შეცდომა რასაც ადამიანები უშვებენ დაბადების დღეზე, სანთლების ჩაქრობაა. შენს დაბადების დღეს, შენი ცხოვრება უფრო კაშკაშად უნდა ანათებდეს. არსებობს ძალიან ჭკვიანური მანიპულაცია - „ჩაიფიქრე სურვილი და ჩააქრე სანთელი“. და შენც, შენს საკუთარ წელს ანთებ და თავადვე აქრობ.

სანთელი

რა აზრი აქვს სანთლის ანთებას თუ იმ წამსვე ჩააქრობ? სურვილის ჩაფიქრების შემდეგ, სანთლების ჩაქრობა, მათ ასრულებასთან კავშირში არის.
შენი სურვილები ისედაც შესრულდება. შენ გექნება ძალა, ენერგია და პოტენციალი, რომელსაც დაბადების დღეს იღებ.
პატარა ნაჭერ ტორტზე დადგით სანთელი და დატოვეთ, რომ ბოლომდე დაიწვას.
არასდროს ჩააქროთ სანთლები," - გვირჩევს ეზოთერიკოსი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

დაბადების დღეეზოთერიკასანთელიტორტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026