Logo

სპორტი

"დაბლა დავარდნილ ილია თოფურიას ვერავინ ნახავს" - ქართველი ჩემპიონი წაგებაზე

"დაბლა დავარდნილ ილია თოფურიას ვერავინ ნახავს" - ქართველი ჩემპიონი წაგებაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ დაბადების დღეზე, თეთრი სახლის ეზოში, "ჩხუბი" გამართა. ისტორიულ UFC Freedom 250-ის შემდეგ, მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯია. 37 წლის ამერიკელმა დონალდ ტრამპს დაბადების დღე უძლეველი ქართველის - ილია თოფურიას ძლევით მიულოცა.

ილია თოფურია დამარცხებულია. საშინლად ჟღერს, მაგრამ ასეა.

ფეისბუქ გვერდი Setanta Sport Georgia ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ერთ-ერთ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის დამარცხებაზე საუბრობს.

ილია თოფურია: ცნობილი ფრაზაა, აზრი არ აქვს, რამდენად ძლიერად შეგიძლია დარტყმის მიყენება, მთავარია, დარტყმას როგორ ვიღებთ.

ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში, საერთოდ ყველანი. მაგრამ ურთიერთობებში, ოჯახის წევრებში, ყოველთვის ვერ მოიგებ, ხო? ჩვეულებრივი, ბუნებრივი მომენტია წაგება. ამაში ცუდია ხომ არაფერია. ჩემთვის ბევრად უფრო ცუდია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც უცდელად მარცხდებიან. ადამიანი შეეცადო და დამარცხდე, ამაში ცუდი არაფერია. ყველას ხომ აქვს მომენტი - რომ წავაგო? რომ შემეშალოს? რატომ უნდა ვიფიქრო, თუ ჯერ არ მოხადარა. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის პოზიტიურად ვიფიქრო. არაფერი ცუდი დამარცხებაში არ არის. თუ ცუდია მოსახდენი, მოხდება, ყოველთვის. მაგაშიც ვნახავ რაღაც პოზიტიურს. დაბლა დავარდნილ ილია თოფურიას ვერავინ ნახავს. ვშრომობ, ჩემ თავთან მართალი ვარ. ვიცი, რომ თუ წავაგე, იმიტომ არ იქნება, რომ არ ვიშრომე, ან დავიზოგე.

ვიდეო

ავტორი: ზმნა

06/15/2026