ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ასტროლოგი ნინა ხომერიკი ყოფილი პრემიერ მინისტრის დაკავების ფაქტს ფეისბუქ-პოსტით ეხმიანება და წერს:
"ძილის წინ დაგასპოილერებთ.. ზაფხულში კიდევ ერთი ირაკლია რიგში, მაგრამ ეგ ჯერ თვითონაც არ იცის.. ასე რომ coming soon..
ხოდა, მაისიდან წყალი რომ დაიწყებს შედგომას და ზაფხულში გაყვება დინებას, გავიხსენოთ მერე."
ასტროლოგი თავის ძველ, ოქტომბრის პოსტსაც აზიარებს წარწერით:
"გახსოვთ ეს ჩემი ოქტომბრის პოსტი?! ირაკლი ღარიბაშვილს დღეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა!"

ნინა ხომერიკი, 22 ოქტომბერი 2025
"დიდი ინტერესიდან გამომდინარე პატარა საინტერესო მიმოხილვას შემოგთავაზებთ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არ ვაპირებ რუკას ძაან ჩავუღრმავდე, აქცენტებს მხოლოდ იმ ასპექტებზე გავაკეთებ რაც პრაქტიკაულად ზედაპირზეა. პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.
დღეს გვაქვს ლილიტის და მერკურის შეერთება, თუ გახსოვთ მე ამასთან დაკავშირებით, რამოდენიმე დღის უკან, საკმაოდ ვრცელი პოსტი დავდე..
ლილიტი ეს არის, ჩვენი ბნელი მხარე, დამახინჯებული რეალობა და ჩადენილი ცოდვების ნაწილი, მერკური კი კომუნიკაციების, ინფორმაციის, სიტყვის მმართველი და 22-23-24 ოქტომბერს ეს ორი პლანეტა არის შეერთებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ბნელ და ბურუსით მოცულ თემას ნათელი მოეფინება, შესაბამისად ყოფილი პრემიერის დაკითხვაც ზუსტად ამ დღეებში იყო მოსალოდნელი..
აგრეთვე საყურადღებოა მისი ნატალური შავი მთვარის მდებარეობაც რუკაში, რომელიც თხის რქაში დგას. ეს ნიშანი ასტროლოგიაში მართავს მე 10-ე სექტორს, რაც არის ძალაუფლება, გავლენა, სტატუსი, მდგომარეობა და იქიდან გამომდინარე, რომ იქ დგას ლილიტი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარსულშიც (ანუ წინა რეინკარნაციაში) აქვს დაშვებული მსგავსი სახის შეცდომები და ბოროტად გამოყენებული ძალაუფლება, შესაბამისად მისი კარმა მდგომარეობდა იმაში, რომ დღეს დაეცვა კანონი, არ აყოლოდა ცდუნებას და არ დაეშვა მსგავსი სახის შეცდომები. სამყარომ მას თანამდებობა მისცა, როგორც ცდუნება, ეს იყო ერთგვარი გამოცდა მის ცხოვრებაში, რომელიც სამწუხაროდ ვერ ჩააბარა და ლილიტი თხის რქაში, შეცდომების დაშვების შემთხვევაში აპირისპირებს ძლიერ და გავლენიან პიროვნებას!…
მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, ნატალური და ტრანზიტული ურანის ოპოზიცია, სადაც აგრეთვე იგრძნობა შავი მთვარის ენერგიაც, რაც პრაქტიკულად გადამწყვეტი აღმოჩნდა მისთვის. ურანი ეს არის სპონტანურობის, უეცარი ეფექტის მომტანი პლანეტა და მისი ენერგია ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს! ზუსტად ასეთი ეფექტი ჰქონდა ამ ამბის გახეთქვას, რაც საბოლოოდ მისთვის ფატალური აღმოჩნდა!
ახლა შევხედოთ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს განაჩენის ნაწილში, კარმული გაკვეთილი (ვალი) ვერ ჩააბარა, ფატალური შეცდომები დაშვებულია, მოწინააღმდეგე გავლენიანი და ძლიერია, ფორტუნა დაბლოკილია, საერთო ფონს თუ შევხედავთ თამამად შეიძლება 9 წლიანი პრობლემების ციკლის საწყისად ჩავთვალოთ.. უშველის თუ არა მას ამ შემთხვევაში იუპიტერი საკუთარ ნიშანში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იუპიტერი მის მზისგან საკმაო მანძილით დაშორებულია, მაინც იგრძნობა მისი გავლენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნულ ციკლს დაახლოებით 4,5-5 წლამდე შეამცირებს…
პ.ს. ძაან მძიმე კვირა დაიწყო, ურთულესი ენერგიებია აქტიური, განსაკუთრებულად მძიმე და ისტერიული იქნება 26 ოქტომბერი, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი ოჯახის წევრებს. სიცოცხლე ყველას ერთი აქვს უფლისგან ნაჩუქარი!
01/13/2026