Logo

"დაიძინეთ დღეს, გაიღვიძეთ - ხვალ" - მადონა ჯუღელი სრულფასოვან ძილზე

"დაიძინეთ დღეს, გაიღვიძეთ - ხვალ" - მადონა ჯუღელი სრულფასოვან ძილზე

05/20/2026

ტექსტის ზომა

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, მადონა ჯუღელი გვირჩევს, რომ ძილი სრულფასოვანი და ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს, უნდა დავიძინოთ 24 საათამდე, ანუ ღამის 11 საათზე. ვიძინებთ დღეს, ვიღვიძებთ ხვალ...

მადონა ჯუღელი: ხშირად პაციენტს უთქვამს, მე მძინავს შვიდი საათი. კარგი და რომელ საათზე იძინებ? თუ ჩვენ ვიძინებთ ღამის სამ საათზე, ოთხზე და შვიდი საათი მძინავს, ეს არ არის ჯანსაღი ძილი.

ბიოლოგიური რიტმი ყველა ადამიანისთვის მთლად ერთნაირი არ არის, მაგრამ მაინც ასეა მოწყობილი - დავიძინე დღეს, გავიღვიძე - ხვალ. მთავარია, დავიძინოთ არა უგვიანეს 11 საათისა (23 საათისა). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობს, ღამე პროდუქტიული ვარო, ჯობია, საქმე გავაკეთო დილას და არა - ღამე.

ბიოლოგიური რიტმის არევა და ჰორმონალური დისბალანსი იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვიძინებთ გვიან. ეს არის სტრესი. დღეს გავუმკლავდი ამ სტრესს, ხვალაც. ორგანიზმი კომპენსაციას ახდენს, მაგრამ ხვალ და ზეგ და ასაკში (ესეც ინდივიდუალურია), უკვე ვეღარ ახდენს კომპენსაციას. 18 წლის ასაკში თუ ამას უმკლავდებოდა, 35 წლის ასაკში უკვე გაუჭირდება... ბიოლოგიურ რიტმს მოუსმინეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაიძინეთ დღეს, გაიღვიძეთ - ხვალ.

ვიდეო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026