Logo

ჯანმრთელობა

დაივიწყეთ „2 ლიტრი დღეში“ - როგორ გამოვთვალოთ წყლის ინდივიდუალური ნორმა

დაივიწყეთ „2 ლიტრი დღეში“ - როგორ გამოვთვალოთ წყლის ინდივიდუალური ნორმა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

წყალი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უპირველესი წყაროა. ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 60-70% სწორედ მისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი მეტაბოლიზმი და ნივთიერებათა ცვლა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვინარჩუნებთ ჰიდრატაციის ბალანსს.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის ზოგადი რეკომენდაცია „დღეში 2 ლიტრი წყლის“ შესახებ, რეალობა განსხვავებულია და რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

წყალი

ენდოკრინოლოგი ვაჟა ვაჭარაძე ამბობს, რომ წყლის დღიური ნორმა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია.

"წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია ჩვენს ასაკზე, სქესზე, წონაზე და რაც მთავარია, ცხოვრების სტილსა და ფიზიკურ აქტივობაზე საშუალოდ, დღის განმავლობაში ზრდასრულმა ადამიანმა, სადღაც 2.4 - 2.7 ლიტრი წყალი უნდა მოიხმაროს. მაგრამ აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.

წყალი

თუ ადამიანს, შედარებით ადინამიური ცხოვრების წესი აქვს, მისთვის წყლის მიღების კოეფიციენტი შეიძლება იყოს 30. ანუ, ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 30-ზე და მივიღებთ იმ მილილიტრებს, რა რაოდენობის წყალიც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში.
თუ საშუალო დატვირთვის ფიზიკური აქტივობა აქვს, მაშინ კოეფიციენტი იქნება 40 და საკუთარ წონას 40-ზე გაამრავლებს.
თუ ადამიანს დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს, მაგ შემთხვევაში უკვე ეს კოეფიციენტი 45-ია.

წყალი

მე, მაგალითად, 70 კილოგრამი ვარ, საშუალო დატვირთვის ფიზიკური აქტივობა მაქვს, ანუ დღის განმავლობაში მჭირდება 40×70=2800 ანუ 2,8 ლიტრი წყლის მიღება.

ოღონდ, მანდაც არის ცალკე მოცემულობა: როდესაც ორგანიზმი არის დეჰიდრატაციის ანუ გაუწყლოვნების საფრთხის ქვეშ, მხოლოდ წყალზე აქცენტის გაკეთება, შეიძლება საჭირო არც იყოს. არის იშვიათი მდგომარეობები, რა დროსაც დიდი რაოდენობით წყლის მიღება საჭირო არ არის და ორგანიზმი დამატებით უნდა შევავსოთ იმ ელექტროლიტებით, რომელიც ჩვენს ნივთიერებათა ცვლას დაეხმარება. ასეთ შემთხვევებში ექიმები რეკომენდაციებს ინდივიდუალურად გასცემენ," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

05/31/2026

დღიური ნორმაენდოკრინოლოგივაჟა ვაჭარაძეწყალი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024