
09/30/2026
12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის ოჯახი გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანას ითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას დადიანიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.
მისი თქმით, საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე, გამოძიებაში ახალი გუნდი ჩართვის საჭიროება იკვეთება და სახელმწიფომ ამისთვის ყველა არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა!
სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად.
საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა!
მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი!
გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!
მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი.
საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს.
ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას," - წერს ტარიელ კაკაბაძე.
გააზიარე სტატია