Logo

საზოგადოება

"დამახსოვრებული ყავა" - ისტორია, რომელსაც ვერასდროს გაატარებთ გულგრილად

"დამახსოვრებული ყავა" - ისტორია, რომელსაც ვერასდროს გაატარებთ გულგრილად

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეს ისტორია, რამდენჯერაც არ უნდა შეგხვდეთ, გულგრილად ვერასდროს გაატარებთ. ის სიკეთეზეა, დიდ, თბილ გულზე, რომელიც სხვასაც უთბობს გულს და თვალში ბედნიერების გამოწვეულ ცრემლს აბრჭყვიალებს.

ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და დრამატურგმა - ტონინო გუერამ ერთ-ერთ რადიოსადგურში სტუმრობისას ასეთი ისტორია მოჰყვა:

"ერთხელ მე და ვიტორიო დე სიკა მისი ფილმის ("ქორწინება იტალიურად") სცენარზე ვმუშაობდით. ამისთვის ნეაპოლში მომიწია ჩასვლა. ნეაპოლი ჩემთვის ყოველთვის ძნელად ამოსახსნელი გამოცანების ქალაქი იყო. სამაგიეროდ, დე სიკა გრძნობდა მშობლიურ ქალაქში თავს ისე, როგორც თევზი წყალში.

ტონინო გუერა

დე სიკამ ნიშნის მოგებით მითხრა:

"ვიცი, რომ ჩრდილოეთ იტალიელებს სამხრეთელები ნაკლებად გიყვართ. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რის გამოც სამხრეთელები უფრო შეგიყვარდება. მოდი, ცოტა ხანს ამ ბარში დავსხდეთ. აქ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც ნეაპოლელებს შეგაყვარებს".

დე სიკამ ყავაზე დამპატიჟა. ვაგზლის ახლოს მდებარე საზაფხულო კაფეში შევედით. საშინლად ცხელოდა და კაფეს კარი ღია იყო. მაგიდას მივუსხედით და გავაბოლეთ. შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მიმტანს ზღურბლიდან უთხრა: "ხუთი ყავა - ორს აქვე დავლევთ, სამს კი დავიმახსოვრებთ".

მათ ხუთი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადეს. თითო-თითო ფინჯანი ყავა დალიეს და წავიდნენ. მე დე სიკას მივუტრიალდი:

"რას ნიშნავს დამახაოვრებული ყავა?" დე სიკამ კი მითხრა - "მოიცადე. შენთვის იჯექი, ყველაფერს თვითონ მიხვდებიო".

შემოდიან ახალგაზრდები, გოგონები, ვაჟები, უკვეთენ ყავას, საფასურს იხდიან, სვამენ და მიდიან.

უბრალოდ ჩაცმული სენიორა შემოდის და ბარმენს ეუბნება: "სამი ყავა! ერთი - მე, ორს კი ვიმახსოვრებთ!" ქალი ერთ ყავას სვამს, სამისას იხდის და თავისი გზით მიდის. ცნობისწადილი არ მასვენებს და კვლავ ვცდილობ, რაიმე გავიგო. მაგრამ დე სიკას ფიქრადაც არ მოსდის, "გამეხსნას". მეტიც, ახლა თვითონ დგება და ბარმენს მიმართავს: "ხუთი ყავა! ორს ვსვამთ, სამს ვიმახსოვრებთ!"

კაფეში სოლიდარულად ჩაცმული მამაკაცები შემოვიდნენ. ისინი სამნი იყვნენ, მაგრამ შვიდი ყავა შეუკვეთეს:

"სამს დავლევთ, ოთხი - დავიმახსოვროთო". შვიდი ფინჯანი ყავისა გადაიხადეს, დალიეს სამი ფინჯანი და წავიდნენ.

მე დე სიკას ვუყურებდი. ის დუმდა.

ყავა

შუადღე დადგა. მზე ანათებდა. ვაგზლის წინ მდებარე მოედანი მზის თვალისმომჭრელ სინათლეში იყო გახვეული. ამ სინათლეში ნელ-ნელა ჩრდილი გამოიკვეთა. კარის ღიობში დგას მათხოვარი. რაღაც გაზინთული წინსაფარი შემოუკრავს, ფეხები ძირგამძვრალ კედში გაუყვია. ჩემი აქ ყოფნით ვინმე არ გავაღიზიანოო, ცოტათი მარჯვნივ გადგება, მერე ნელი ამოოხვრით, ძლივს გასაგონად, მორიდებით იკითხავს: "რაიმე ხომ არ არის დამახსოვრებული? "ხო, არის, არის"... - ცივად უპასუხებს ბარმენი.

მათხოვარი დახლთან მიდის. უზომო ბედნიერებისგან არ იცის ხელებს რა მოუხერხოს, უცნაურად იქნევს აქეთ-იქით. დგას და მის კუთვნილ ყავას წრუპავს.

***

გააკეთეთ "უმისამართო" სიკეთე. ერთია, ქუჩაში მდგარ მათხოვარს გამოწვდილ ხელში მონეტა ჩაუდოთ, მეორე - გააკეთოთ "უმისამართო" სიკეთე.

თუ არ გაქვთ ქველმოქმედების შესაძლებლობა, ან უბრალოდ სიკეთის გაკეთების სურვილი, ფინჯან ყავაზე მაინც დაპატიჟეთ ადამიანი, ვისაც ამის საშუალება არ გააჩნია.

ყავა

ავტორი: ზმნა

11/28/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024