Logo

სასარგებლო რჩევები

დამატენიანებელი კრემი SPF 50 გისვიათ? - დაიწვებით! - დერმატოლოგი გვაფრთხილებს

დამატენიანებელი კრემი SPF 50 გისვიათ? - დაიწვებით! - დერმატოლოგი გვაფრთხილებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, კანის მზისგან დაცვა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური თემა ხდება.

ბევრი ჩვენგანი უპირატესობას მულტიფუნქციურ პროდუქტებს ანიჭებს და ირჩევს დამატენიანებელ კრემებს, რომლებსაც უკვე აქვს მაღალი მზის დამცავი ფილტრი (მაგალითად SPF 50). თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკა კანის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

ნინო ორახელაშვილი

დერმატოლოგი ნინო ორახელაშვილი გვაფრთხილებს, რომ კომბინირებული პროდუქტები რეალურად ვერ ასრულებენ თავის დამცავ ფუნქციას იმ დოზით, რაც შეფუთვაზეა მითითებული. მიზეზი კი კრემის მოცულობასა და სწორ დოზირებაშია.

„სრულფასოვანი დაცვისთვის სახეზე ორი თითის სიგრძის პროდუქტია საჭირო. დამატენიანებელ კრემს ამ რაოდენობით, უბრალოდ, ვერავინ წაისვამს. ხოლო, თუ მას ჩვეულებრივი რაოდენობით გამოვიყენებთ, დამცავი ბარიერი საუკეთესო შემთხვევაში SPF 10-ის ტოლფასი იქნება და არა 50-ის“, - განმარტავს დერმატოლოგი.

მზისგან დამცავი

ექიმის თქმით, ასეთი მიდგომა ქმნის დაცულობის ილუზიას, რეალურად კი ზაფხულის მცხუნვარე დღეებში კანი მაინც ზიანდება, რასაც მზის დამწვრობამდე და პიგმენტური ლაქების გაჩენამდე მივყავართ.

როგორ გამოვიყენოთ პროდუქტები სწორად იმისათვის, რომ კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ეფექტურად დავიცვათ,?

ნინო ორახელაშვილი გვირჩევს მარტივი, მაგრამ აუცილებელი სქემის დაცვას:

1. პირველ ეტაპზე დაიტანეთ კანზე ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი.

2. აუცილებლად დაელოდეთ 5 წუთი, რათა პროდუქტი კანმა კარგად შეიწოვოს.

3. ამის შემდეგ, ცალკე დაიტანეთ SPF 50+ მზის დამცავი საშუალება, თანაც ზუსტად ორი თითის სიგრძის რაოდენობით.

ეს პროცედურა უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი, რათა შევინარჩუნოთ კანის ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა და ავირიდოთ თავიდან ნაადრევი დაბერება თუ ჰიპერპიგმენტაცია, - გვირჩევს დერმატოლოგი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

06/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024