Logo

"დამეხმარეთ ტიმის პოვნაში" - გოგა პიპინაშვილი დაკარგულ ჩიხუახუას ეძებს

"დამეხმარეთ ტიმის პოვნაში" - გოგა პიპინაშვილი დაკარგულ ჩიხუახუას ეძებს

08/20/2026

ტექსტის ზომა

გოგა პიპინაშვილს ძეგვში, თავის აგარაკზე, 9 თვის ჩიხუახუა დაეკარგა. ის დახმარების თხოვნით საზოგადოებას მიმართავს.

"საშინელი შეგრძნებააა... რომ ღამდება, გული მეწურება... თუ გარეთ არის სადმე ქუჩაში, რამემ არ დაგლიჯოს ან დააფრთხოს... აღარ ვიცი, ლოგიკას ვკარგავ... რა ხდება... თუ ვინმემ თვალი მოკრა და სახლში წაიყვანა შვილის გულის გასახარად, მე ვუყიდი მის შვილს ასეთივე პატარას... თუ გაყიდვის აზრმა გაუელვა თავში, მევე ვიყიდი ისევ...

ეს პატარა ჩემი ოჯახის წევრია და ეჭვი არ არის ყველაფერს ვიზამ მის დასაბრუნებლად... ნეტავ, ცოცხალი იყოს და ვინმეს ჰყავდეს შეფარებული...

ტიმი

მეგობრებო, დამეხმარეთ პატარა ტიმის პოვნაში...

სამწუხაროდ (მინდა მჯეროდეს), თუ ვინმემ შეიფარა, ჯერ მას ხმა არ მიწვდენია... რა გული გაუძლებდა... დარწმუნებული ვარ, თუ ჩემი პატარა ცოცხალია, ისიც რა სტრესში იქნება" - მიმართვას ავრცელებს მსახიობი.

ტიმი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026