
10/08/2026
მომღერალი მიშო სულუხია სოციალური ქსელში წერს, რომ წუხელ, ლისის ტბაზე პოლიციელებმა გზა გადაუკეტეს, ტაქსიდან ჩამოსვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი წაართვეს. მომღერალმა თავს გაქცევით უშველა.
"მეგობრებო, ლისის ტბაზე, საღამოს, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალ დამცავები იყვნენ თუმცა არც ერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას.
მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩდა არანაირი კანონ საწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგრ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერც ერთმა შეძლო დამწეოდა.
ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ყავთ დაკავებული, და მუქარის საფუძველზე სთხოვენ რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძროლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ. რაც შევძელი იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე, და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს.
SOS: გთხოვთ ვინმე დამეხმაროთ ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება."

დღეს მომღერალი, იურისტებთან გასაუბრების შემდეგ, პოსტს აქვეყნებს და წერს:
"წინა დღის თარიღებით დაამზაებენ ჩხრეკის ორდენებს, 8 პოლიციელი იმას იტყვის, რაც გაამართლებს მთელ ამ რეალობას, რაც გამოვიარე. დანიშნავენ ექსპერტიზას უკანონოდ წართმეული ტელეფონი რომ სამართლიანად ჩამორთმევად გადააქციონ. საჭიროების შემთხვევაში შექმნიან ფოტომასალასაც, რაც ჩემს დამნაშავეობას გამოავლენს, მიუხეავად იმისა, რომ ჩემს ფოტო ველში ბოლოს გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას ასახავს…

ასეთია იურისტებისა და კეთილის მოსურნეების ვარაუდი მომხდარზე, სადაც უამრავი უკანონოდ ჩადენილი ნიუანსი და ქმედება კანონიერად უნდა გაპრავდეს…
სიმართლე გითხრათ, არც მე მემეტება საკუთარი რესურსები და დრო იმ ბრძოლისთვის, რომელსაც აზრი არ ექნება. განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც ამდენი ამბავი და სცენარი იკერება ხმამაღლა მოსაუბრე მოქალაქეების ჩასახშობად.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს გამოხატული ყურადღებისთვის, ყველა მედიასაშუალებას საეთერო სივრცეების შემოთავაზებისთვის. ვფიქრობ, ჩემი პოსტებიდან ამომწურავად ჩანს ყველაფერი...
იმ დაჯგუფებას გთხოვთ დამიბრუნონ ტელეფონი, რადგან ახლის ყიდვის საშუალება ახლა არ მაქვს. ცემის დროს დაზიანებულ ეკრანს ჩემი ხარჯებით გავაკეთებ…" - წერს მომღრალი ფეისბუქზე.
გააზიარე სტატია