ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი ნინო ლეჟავასა და რეჟისორი გოგა ქაჩიბაიას ოჯახი 24 წელს ითვლის. მეუღლესთან ურთიერთობასა და იმაზე, თუ რა არის ოჯახში სტაბილურობის განმსაზღვრელი, ნინო ლეჟავას არაერთხელ უსაუბრია.მსახიობი ამბობს, რომ ურთიერთობაში გულწრფელობას აფასებს და ამის შესახებ გარიგება მეუღლესთან პირველი დღიდანვე დადო.
"ჩემზე ვერ იტყვიან, რომ ნინო ლეჟავამ სხვისი უბედურების ხარჯზე, რამე ბედნიერი ნაბიჯი გადადგა. არც სხვის ქმარზე დამრჩენია თვალი, არც ჩემს ქმარზე დავადგმევინებ თვალს ვინმეს,"-ამბობს მსახიობი და ერთ შემთხვევას იხსენებს.
"დამინახავს, როგორ ეფლირტავება ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემს ქმარს. იყო რაღაც, რასაც ჩემთან ვერ მიაღწია, ჩემგან ვერ მიიღო და გადაწყვიტა შურისძიება ჩემს ქმართან ფლირტით.
ჩემი პასუხი ასეთი იყო. ქმარს ვთხოვე - გვიანია და გააცილე სახლამდე-მეთქი" - იხსენებს მსახიობი.
06/11/2026