
09/28/2026
ჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე, რომელმაც 36 წელი ტელევიზიაში გაატარა, უკვე რამდენიმე თვეა ტელევიზიის გარეშე ცხოვრობს.
ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შემდეგ, მისმა ყოველდღიურმა ურთიერთობამ მაყურებელთან, ტელევიზიიდან სოციალურ ქსელში გადაინაცვლა.
ამბობს, რომ ტელევიზიის დანაკლისს არ განიცდის.
„ტელევიზიის დანაკლისი არ მაქვს. მე მაქვს ჩემი ტელევიზია - სოციალური ქსელი, რომელსაც იმდენივე ადამიანი უყურებს, რამდენიც ტელევიზიას. ასე რომ თუ რამე მაქვს სათქმელი, ტელევიზიის დანაკლისს არ ვგრძნობ,“ - ამბობს ტელეწამყვანი.
როგორც გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, ნანიკო ხაზარაძე საკუთარი ცხვრების შესახებ არაფერს მალავს, უბრალოდ ტელეეკრანისგან განსხვავებით, ყოველდღიურობაში, ლაპარაკს სიჩუმე ურჩევნია.
„არაფერს არ ვმალავ, უბრალოდ ნაკლებად მიყვარს გაზიარება. ვერასდროს ვფუთავ ჩემს თავს თუ ვარ კარგად აუცილებლად მეტყობა, ასევე მეტყობა თუ ვარ ცუდად. ამიტომ არა არის რთული გამოსაცნობი როგორ ვარ, უბრალოდ დამიტოვეთ უფლება ვიყო ჩუმად.
იმიტომ კი არ ვარ ჩუმად, რომ რამე მაქვს დასამალი, უბრალოდ ასე მირჩევნია. მკითხე გიპასუხებ, მაგრამ ჩემით გიამბო როგორ ვარ, ეს არ შემიძლია,“ - თქვა ნანიკო ხაზარაძემ.
წყარო: პირველი სტუდია
გააზიარე სტატია