Logo

ჯანმრთელობა

დამოკიდებულება მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემა არ არის - სპეციალისტის განმარტება

დამოკიდებულება მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემა არ არის - სპეციალისტის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად გვგონია, რომ დამოკიდებულება ძირითადად ახალგაზრდულ ასაკთან, თინეიჯერობასთან ან ექსპერიმენტებთან არის დაკავშირებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოზარდობის პერიოდში, გარკვეული მიზეზების გამო, რისკი უფრო მაღალია, თუმცა დამოკიდებულება მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემა არ არის.

ზოგჯერ ადამიანი წლების განმავლობაში ჩვეულებრივად ცხოვრობს, მუშაობს, ქმნის ოჯახს, ასრულებს ყოველდღიურ ვალდებულებებს, მაგრამ შინაგანად დაგროვილი სტრესი, გადაუმუშავებელი ემოციები ან ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იმ „კატალიზატორად“ იქცევა, რომელიც პრობლემას ზედაპირზე ამოიტანს.

ფსიქოკონსულტანტი ლიზა მირიანაშვილი განმარტავს, რომ დამოკიდებულების როგორც დაავადების გამოვლენას კონკრეტული ასაკი არ აქვს. ის შეიძლება გაჩნდეს როგორც 22 წლის ასაკში, ისე 40-ის ან 60-ის შემდეგაც. მთავარი, პრობლემის აღიარება და დახმარების მიღებაა. რადგან, როგორც სპეციალისტი ამბობს, გამოჯანმრთელების გზა ინდივიდუალურია, მაგრამ დაგვიანებული არასდროს არის.

"დამოკიდებულების როგორც დაავადების გამოვლენას კონკრეტული ასაკი არ აქვს.
ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს. უბრალოდ თინეიჯერობის ასაკში უფრო ხშირია , იმიტომ რომ დღესდღეობით ხელმისაწვდომობა არის ძალიან გაზრდილი და უამრავი ხერხი არსებობს... მაგრამ დაავადება შესაძლებელია 40 წლის ასაკშიც გამოვლინდეს.

შეიძლება ასეც მოხდეს, აქამდე ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მერე გაჩნდა რაღაც პატარა კატალიზატორი და ეგრევე გამოვლინდა. ეს კატალიზატორი შეიძლება აღმოჩნდეს ოჯახის დანგრევა, ან სულაც ოჯახის შექმნა...

არ აქვს მნიშვნელობა რა დამიტრიგერებს ამას და რა გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩემში ეს ყველაფერი გამოვლინდეს... ზოგჯერ ასაკი პირიქით მოქმედებს - მე შეიძლება დიდი ხანი ამ ყველაფერს ვაგროვებ ჩემში, ვითმენ, ფენა-ფენა ვდებ, ამ ზამბარებს ვჭიმავ და ბოლოს ერთბაშად გამოვლინდება.


რაც შეხება განკურნებას, ადამიანის ასაკს არც მომართვიანობისას აქვს მნიშვნელობა. დაგვიანებული არასდროს არის. თუმცა ხშირად ამბობენ, რომ სადღაც 65-70 წლიდან, შანსები ძალიან მცირდება. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. იქ შეიძლება კოგნიტიური ფუნქცია ისე კარგად ვეღარ იყოს განვითარებული და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ასაკამდე არ აქვს მნიშვნელობა. გვყოლია 22 წლის ბენეფიციარებიც და 60 წლამდეც, რომლებიც ერთნაირად არიან გამოჯანმრთელებაში.

როგორც დამოკიდებულების გამოვლენის და განვითარების გზა, ასევე მისგან განკურნების გზებიც აბსოლუტურად ინდივიდუალურია," - ამბობს ლიზა მირიანაშვილი.

ავტორი: ზმნა

07/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024