ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნივთიერებებზე დამოკიდებულების ხსენებისას, პირველ რიგში ნარკოტიკი ან ალკოჰოლი გვახსენდება. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ სახიფათო ნივთიერებების ჩამონათვალი გაცილებით ფართოა და დამოკიდებულება ისეთ პრეპარატებზეც შეიძლება განვითარდეს, რომლებიც თავდაპირველად ადამიანს ექიმის დანიშნულებით ენიშნება. მაგალითად, შფოთვის საწინააღმდეგო აბებზე, ანტიდეპრესანტებსა და სხვა ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე.

ამ თემაზე ფსიქოკონსულტანტმა ლიზა მირიანაშვილმა "ცოდნისმოყვარე პოდკასტში" ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემა საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ხშირად დამოკიდებულებად არც კი აღიქმება, რადგან საქმე „ექიმის დანიშნულ წამალს“ ეხება.
"მოხმარებას არ ვეძახით მხოლოდ ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მოხმარებას. ერთ-ერთი ძალიან გამოკვეთილი მოხმარების საგანი არის სააფთიაქო პრეპარატები, დანიშნულებით - ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპული წამლები...
ადამიანი მივა სპეციალისტთან, აუხსნის თავის მდგომარეობას და ის გამოუწერს შფოთვის საწინააღმდეგო აბებს... და როცა აქვს წამალი ხელმისაწვდომი, მას არ იღებს მაშინ, როცა ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს. იგრძნობს ოდნავ შფოთს და ფიქრობს- "რა მოხდა ახლაც რომ მივიღო?" და იღებს მაშინ, როცა არ არის დანიშნულებით საჭირო.
ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი მქონია.
ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული დამოკიდებულება, რომელიც თითქოს არ აღიქმება დამოკიდებულებად იმიტომ, რომ ეს არის ექიმის დანიშნული წამალი.

ჩემთვის წარმოუდგენელია, დღევანდელ დღეს განსაკუთრებით, თუნდაც ფსიქიატრების, თუნდაც ნარკოლოგების ჩართულობა როგორ არ უნდა იყოს მეტი ამ თემაში. ცალ-ცალკე იშვიათად თუ გვხვდება ეს გამოვლენები. ჩვენ რაღაც გარკვეული ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე ადამიანები გვხვდება, რომლებსაც უტრიგერდება თავისი პირველადი დიაგნოზი რომელიმე ნივთიერებიდან გამომდინარე. ზოგს შეიძლება საერთოდ არ აქვს დიაგნოზი და უვითარდება მომხმარების შემდეგ. ეს პრობლემები ისე ფეხდაფეხ მიჰყვება ერთმანეთს, რომ აუცილებელია ფსიქიატრებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოლოგებს საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეთ დაავადება დამოკიდებულების შესახებ," - ამბობს ლიზა მირიანაშვილი.
07/08/2026