Logo

სასარგებლო რჩევები

დარწმუნებული ხართ, რომ კბილებს სწორად იხეხავთ? - შეცდომები, რომლებსაც ყოველდღიურად ვუშვებთ

დარწმუნებული ხართ, რომ კბილებს სწორად იხეხავთ? - შეცდომები, რომლებსაც ყოველდღიურად ვუშვებთ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ადამიანების უმეტესობა კბილებს ისე იხეხავს, როგორც ბავშვობაში ასწავლეს და პრობლემაც სწორედ ესაა. წლების განმავლობაში ვიმეორებთ ჩვევებს, რომლებიც სინამდვილეში არასწორ შეხედულებებს ემყარება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირის ღრუს ჰიგიენის ეფექტურობა, მხოლოდ კარგი კბილის პასტისა და ძვირადღირებული ჯაგრისის გამოყენებაზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიხეხავთ კბილებს, რამდენ ხანს გრძელდება პროცესი და რას ვაკეთებთ გახეხვის დასრულების შემდეგ.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებმაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, რამდენად კარგად იცავს კბილის პასტა ჩვენს კბილებს კარიესისა და სხვა პრობლემებისგან.

ჯაგრისი

ბევრს ჰგონია, რომ კბილის ჯაგრისის დასველება, აუცილებელი ნაბიჯია და ამ დროს ჯაგრისი რბილი და ეფექტური ხდება... თუმცა სტომატოლოგები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც წლების განმავლობაში ვუშვებთ. შეცდომაა კბილების სწრაფი მოძრაობით ხეხვა და პირის დიდი რაოდენობით წყლით გამორეცხვაც.

სოფიო ბულესკირია

სტომატოლოგი სოფიო ბულისკირია და განმარტავს, რატომ არ არის რეკომენდებული ჯაგრისის დასველება პასტის დადების შემდეგ და რა მარტივი წესების დაცვა დაგვეხმარება პირის ღრუს ჯანმრთელობის უკეთ შენარჩუნებაში.

"კბილის ჯაგრისი არ უნდა დაასველოთ კბილის პასტის დადების შემდეგ.

ბევრს ჰგონია, რომ ასე ჯაგრისი უფრო რბილი და ეფექტური ხდება, მაგრამ ზედმეტი წყალი ამცირებს პასტის კონცენტრაციას და ის უფრო სწრაფად ჩამოირეცხება კბილებიდან.

  • ჯაგრისი შეგიძლიათ მსუბუქად დაასველოთ პასტის დადებამდე.
  • კბილები გაიხეხეთ მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში.
  • გახეხვის შემდეგ პირში დარჩენილი პასტა მხოლოდ ამოაფურთხეთ და ნუ გამოივლებთ დიდი რაოდენობით წყალს, რათა ფტორმა უფრო დიდხანს იმოქმედოს," - გვირჩევს სტომატოლოგი.

ავტორი: ზმნა

06/05/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024