Logo

ტაბლოიდი

"დარწმუნებული ვიყავი, ბიჭს ვაჩენდი და გიორგობას რომ დაიბადა, გიორგი უნდა დამერქმია" - ნანა ლორთქიფანიძე ქალიშვილზე

"დარწმუნებული ვიყავი, ბიჭს ვაჩენდი და გიორგობას რომ დაიბადა, გიორგი უნდა დამერქმია" - ნანა ლორთქიფანიძე ქალიშვილზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქეთი წიქვაძე 40 წლის გახდა. როგორც დედამისი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ამბობს, შვილისთვის გიორგის დარქმევას აპირებდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბიჭს ელოდებოდა...

ნანა ლორთქიფანიძე: – ქეთიმდე სამჯერ მომეშალა მუცელი და ამდენად, ქეთის მოვლინება ჩემთვის საოცარი რამ იყო, როგორც ყველა დედისთვის თავისი შვილი.

მაშინ სქესს ექოსკოპიით ვერ ადგენდნენ, მე კი რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭს ვაჩენდი. ისეთ დარტყმებს მიკეთებდა მუცელში, რომ მეგონა კაცი მეჯდა. გიორგობას რომ გაჩნდა, გიორგი უნდა დამერქმია. მაგრამ უცებ გოგონა დაიბადა და დედაჩემის სახელი – ქეთევანი დავარქვი.

ქეთი წიქვაძე

მშვიდი იყო, მის ხელში უძილო ღამეები არ მახსოვს. წყნარი და ჭკვიანი იყო.

ხასიათით ძლიერია, შეიძლება უცებ, პატარა რამეზე უცებ წახდეს, მაგრამ იცის, როგორ აიყვანოს თავი ხელში და როგორ გააგრძელოს.

აქვს თავისი პატარა, მაგრამ წარმატებული ბიზნესი. ამასობაში დიზაინერადაც ჩამოყალიბდა. ეკრანი მოენატრა, მსახიობობა ძალიან გაუტკბა.

მსახიობობა უნდოდა, მაგრამ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და სულ ვუხსნიდი, რომ ტაშთან და ყვავილებთან ერთად, ამ პროფესიას, თან ბევრი ბრძოლა და გულისტკივილი ახლავს-მეთქი. მე ჩემი ქალიშვილი ამისთვის არ მემეტებოდა.

“ჩემი ცოლის დაქალებში” ნორმალურად თამაშობდა, არაფერი გაუფუჭებია. პოპულარული გახდა და მიხარია ის, რომ სერიოზულად ეკიდებოდა საქმეს.

ქეთი წიქვაძე

რაც შეეხება 6 მაისს, ძალიან უყვარს საკუთარი დაბადების დღე. განსაკუთრებულად გვიყვარს წმინდა გიორგი და თავის ვაჟს გიორგი დაარქვა. მეორე ვაჟს ილია ჰქვია, ქეთის გარდაცვლილი მამის სახელი. მესამე კი - პატარა რეზიკოა...

ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს და შვილები ჰყავდეს ჯანმრთელი. კიდევ, ჩემი თავი უცოცხლოს ღმერთმა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გამოვადგები დიდ ხანს.

ქეთი წიქვაძე

ავტორი: ლილიანა ფალიანი

05/06/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024