კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი ნინო ლეჟავა, მრავალი წელია, კინოსა და თეატრის მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს.
ამის შესახებ თავად ნინო ლეჟავა დიდი სიამაყით საუბრობს და აღნიშნავს, რომ მაყურებლისგან დაფასებული და აღიარებული მსახიობია.
ხალხის სიყვარულის მიზეზად კი მსახიობს, პროფესიონალიზმის გარდა, თავმდაბლობა და ადამიანური ბუნება მიაჩნია.
"ვარ მაყურებლისგან დაფასებული, მაგრამ როგორც მსახიობი არ ვარ სათანადოდ გამოყენებული ჩემს პროფესიაში. ვფიქრობ ჯერ კიდევ არის ბევრი რამ რისი გაკეთებაც ისევ შემიძლია...
ექვსი ოსკარი რომ დამიდონ სახლში, მაინც ვერ ვივლი ცხვირაწეული, რადგან ცხვირაწეული, პირველივე ბოძს შევეჯახები... ცოტა დასწიეთ ცხვირი, ვისაც აწეული გაქვთ, რადგან ყველაფერი წარმავალია...
ვიღაცის ვარსკვლავი რომ აინთება, მერე აუცილებლად გამოანათებს სხვისიც. შენი ახსოვთ, მაგრამ თუ ადამიანობას დაკარგავ ის იმწუთასვე ჩაქრება," - თქვა მსახიობმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია".
04/07/2026