Logo

ტაბლოიდი

დათო ხუჯაძე იუბილარი შვილის ფოტოებს აქვეყნებს

დათო ხუჯაძე იუბილარი შვილის ფოტოებს აქვეყნებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დათო ხუჯაძე ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს წარწერით - მელანია 16. მომღერლის უფროსი ქალიშვილი იუბილარია. ის დათოს პირველი ქორწინებიდან - ნათია ონიანთან ჰყავს. მელანია დედასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს.

მომღერალს ცოლთან გაყრის შემდეგ, შვილის ნახვის პრობლემა მუდმივად ჰქონდა. ყოფილი ცოლი შვილს არ აჩვენებდა.

შემდეგ იყო მეორე ცოლი, ეკა დალაქიშვილი, რომელმაც დათო ხუჯაძე მეორე ქალიშვილის მამა გახადა.

თაკო თუხაშვილზე კი ხუჯაძემ 2023 წლის სექტემბერში იქორწინა. წყვილის სიყვარულის ისტორია კი გაცილებით ადრე დაიწყო, დაახლოებით, ათი წლის წინ; მანამ, სანამ მომღერალი მეორედ იქორწინებდა. თაკოს და დათოს ვაჟი შეეძინათ. მომღერალმა შვილს მამის სახელი დაარქვა.

ავტორი: ზმნა

11/07/2025