Logo

"წერომ მოგიყვანა", "ბოსტანში კომბოსტოში გიპოვეთ"- ეს იდიოტობაა. ბავშვი არ უნდა მოვატყუოთ" - ზურაბ მარშანია

"წერომ მოგიყვანა", "ბოსტანში კომბოსტოში გიპოვეთ"- ეს იდიოტობაა. ბავშვი არ უნდა მოვატყუოთ" - ზურაბ მარშანია

03/13/2026

ტექსტის ზომა


როგორ იღებენ ადამიანები პირველ ინფორმაციას სექსის შესახებ და როგორი უნდა ხდებოდეს ამ ტიპის ცოდნის მიღება სინამდვილეში?

აღნიშნულ თემაზე სექსოლოგმა ზურაბ მარშანიამ პოდკასტში „სტუმრად ანნასთან“ ისაუბრა. ზურაბ მარშანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სქესობრივი განათლების მიღება მოზარდებში აუცილებელია. რაც შეხება იმას, თუ როდის უნდა ვესაუბროთ ბავშვებს სექსზე, სექსოლოგის აზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა ასაკს, არამედ ინფორმაციის მიწოდების ფორმას აქვს.
"სქესობრივი განათლების მიღება აუცილებელია და ეს არ უნდა დაიწყოს 16 წლის ასაკში, როცა მამაკაცი და ქალი უკვე ქორწინებისთვის ემზადებიან.
16 წლის ბიჭი უკვე მამაკაცია. და 16 წლის გოგონა - ქალია. სხვათა შორის, საქართველოს კანონმდებლობა უშვებს ქორწინებას 16 წლის ასაკში - მოსამართლის გადაწყვეტილებით. ამ დროს ადამიანი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული...

შეყვარებულები

თუმცა დაწყებით კლასებში სქესობრივი განათლების დაწყება, საქართველოს სინამდვილეში, არ მიმაჩნია გამართლებულად. მერვე - მეცხრე კლასში მოზარდმა ყველაფერი უნდა იცოდეს.
ჩემი პირადი აზრი ასეთია - გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, როდის ვეტყვით, არამედ იმას, რას ვეტყვით ბავშვებს სექსის შესახებ.

„საიდან გავჩნდი მე?" - კითხულობს ბავშვი და პასუხობენ - "წერომ მოგიყვანა", "ბოსტანში კომბოსტოში გიპოვეთ", "ბაზარში გიყიდეთ"... ეს იდიოტობაა...

დედა-შვილი

ბავშვს ტყუილი არ უნდა უთხრა, სიმართლე უნდა უთხრა, ოღონდ ისეთ ფორმით უნდა უთხრა, რომ არ მიიღოს ტრავმა. სკოლაში ამ სოციალურ-კულტურულ გარემოში, პატარა ასაკში სქესობრივი განათლების დაწყება არ გამოდის, ამიტომ გამოსავალი არის მშობლების დატრენინგებაში. მშობლებს უნდა ვასწავლოთ, როგორ ესაუბრონ შვილებს," - თქვა სექსოლოგმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დაწყებითი კლასიზურაბ მარშანიასექსოლოგისქესობრივი განათლება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026