Logo

საზოგადოება

დაუვიწყარი კინოსახეები, თაყვანისმცემლები, ჰოლივუდის მიწვევა, ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი - ალექსანდრა თოიძე

დაუვიწყარი კინოსახეები, თაყვანისმცემლები, ჰოლივუდის მიწვევა, ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი - ალექსანდრა თოიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ცნობილი მხატვრის - მოსე თოიძის (1871-1953) ქალიშვილი ალექსანდრა (შურა) თოიძე ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როცა ძმამ - ირაკლი თოიძემ მისი პორტრეტი დახატა.

ალექსანდრა თოიძე

ალექსანდრას სილამაზით აღფრთოვანებულმა მიხეილ ჭიაურელმა რეჟისორ ჟელიაბუნსკის ურჩია, ფილმ «დინა ძაძუში» მთავარ როლში ალექსანდრა თოიძე გადაეღო (სწორედ იმ წელს, 1926 წელს გააჩინა შვილი - მაია მაჭავარიანი).

ალექსანდრა თოიძე

ალექსანდრა თოიძე უწევს პარტნიორობას ილიკო სუხიშვილს ფილმში «ქეთო და კოტე», (გადაღებულია 1948 წელს), სადაც ეს წყვილი ცეკვა «ქართულს» უბადლოდ ასრულებს.

ალექსანდრა თოიძეს რუსთაველის თეატრის სცენაზე 40-მდე სასცენო როლი აქვს განსახიერებული.
მან დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოშიც. მთავარი როლი მიხეილ ჭიაურელის ფილმში «უკანასკნელ წუთს», ირინა - «ქალაქში შესვლა აკრძალულია», ჟუჟუნა- «ჟუჟუნას მზითევი», ნინო ჭავჭავაძე - «მოგზაურობა არზრუმში», მარო -«გაყრა», ნატო - «ჭრიჭინა», დედა - «დღე პირველი, დღე უკანასკნელი» და სხვა.

ალექსანდრა თოიძე

საქართველოს სახალხო არტისტი – ალექსანდრა თოიძე, ქართული დრამის თვალსაჩინო წარმომადგენელია.
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მან მრავალ სცენურ სახეს შეასხა ხორცი.

ალექსანდრა თოიძე

ცეკვა "ქართულში" ილიკო სუხიშვილის პარტნიორი, ნინო რამიშვილამდე, ალექსანდრა იყო. შემდეგ ილიკოს და ალექსანდრას წყვილი დაიშალა...
თუმცა ფილმში - „ქეთო და კოტე“ ილიკო სუხიშვილმა და ალექსანდრა თოიძემ ცეკვა „ქართული“ შეასრულეს.
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის მენეჯერი, ხელოვნებათმცოდნე (ალექსანდრა თოიძის შვილიშვილის მეუღლე) ქეთი ბენდელიანი:
- ალექსანდრა თოიძე ილიკო სუხიშვილთან ერთად ცეკვავდა.
ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ ინგლისში.
ვინაიდან ალექსანდრა ძალიან პატარა - 17 წლის გათხოვდა, იგი საზღვარგარეთ მეუღლემ – ვოვა მაჭავარიანმა არ გაუშვა...

არადა, ზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა საზღვარგარეთ, მაგრამ წასვლას ვერ ახერხებდა.
ადამიანებში ყოველთვის კარგს ეძებდა!
თვითონ ხომ ასეთი ლამაზი იყო და არასოდეს არ ჰქონდა სხვის მიმართ შურის ან კრიტიკული დამოკიდებულების გრძნობა.
ძალიან უყვარდა ლამაზი ქალები. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ - თამარა ციციშვილი, ნორა ბაგრატიონი, ჩუტა ერისთავი..
მის გვერდით ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი იყო, რომლებიც ტკბებოდნენ არა მარტო მისი სილამაზით, არამედ მისი საინტერესო საუბრით.
განათლება, სხარტი აზროვნება და დიდი იუმორი ჰქონდა.
ამასთან უბრალოება ყოველგვარი ზედმეტი პოზებისა და გაპრანჭვების გარეშე, მაგრამ ერთგვარი სიდარბაისლე და შარმი.

ალექსანდრა თოიძე


ალექსანდრა თოიძის პორტრეტი მისი განსაკუთრებული სილამაზის და მიმზიდველობის გამო ბევრ მხატვარს აქვს შესრულებული, რომლებიც სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული.
ალექსანდრა თოიძის თაყვანისმცემელი იყო ცნობილი საოპერო მომღერალი – იავნ კოზლოვსკი, რომელიც ალექსანდრას ფოტოს მედალიონით ატარებდა.
ალექსანდრა ასევე ახლოს იყო ცნობილ მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან და რეჟისორებთან.

ალექსანდრე თოიძემ ჰოლივუდშიც მიიწვიეს, თუმცა ვერ წავიდა.
ალექსანდრა თოიძის მოგონებებიდან:
"1927 წელს მიხეილ ჭიაურელმა სურათში "უკანაკნელი საათი" მუშა გოგონას როლის შესასრულებლად მიმიწვია.
იმავე წელს რუსეთიდან მივიღე მიწვევა – სურათ "ცოცხალ ლეშში“ ბოშა ქალის – მაშას როლს მთავაზობდნენ, გერმანიიდანაც მოდის მოწვევა, რეჟისორი ანჯელო მთავარ როლის შესრულებას მთხოვს.
- ყველა მაგათ ჭიაურელთან მუშაობა გერჩივნოს – მარიგებს მამა.
მართლაც სიამოვნებით ვიხსენებ ამ სურათზე მუშაობას."
წყარო: კვირის პალიტრა






ავტორი: ზმნა

05/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024