Logo

კულტურა

"დავამთავრეთ გადაღებები და მეორე დღეს გათხოვდა" - როგორ გამოიყურებიან დღეს დარინა და ზაური

"დავამთავრეთ გადაღებები და მეორე დღეს გათხოვდა" - როგორ გამოიყურებიან დღეს დარინა და ზაური

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"რაჭა ჩემო სიყვარულო" 1977 წელს რეჟისორებმა - თემურ ფალავანდიშვილმა და იოზეფ მედვედიმ გადაიღეს.

ნახეთ, როგორ გამოიყურებიან დღეს ქართულ-ჩეხოსლოვაკური ფილმის მთავარი როლების შემსრულებლები - დარინა - ანდრეა ჩუნდერლიკოვა და ზაური - ბადრი კაკაბაძე.

რაჭა

ანდრეა ჩეხოსლოვაკელი მსახიობია, რომელიც ამ ფილმის შემდეგ, კიდევ უფრო პოპულარული გახდა სერიალით „საავადმყოფო ქალაქის კიდეზე".

"რა თქმა უნდა, იყო რაღაც სიმპათიები, მაგრამ სერიოზული ნამდვილად არაფერი ყოფილა. ისე კი, როცა გადაღებები დამთავრდა, ცოტა გული დამწყდა… ანდრეას საქმრო ჰყავდა და ფილმის დასრულებას ელოდებოდა, რომ გაჰყოლოდა. დავამთავრეთ გადაღებები და მეორე დღეს გათხოვდა. ქორწილშიც ვიყავით…" - ჰყვებოდა "სარკესთან" ბადრი კაკაბაძე. მსახიობი ორიოდ დღეში 71 წლის გახდება...

დარინარაჭადარინადარინა

ავტორი: ზმნა

12/21/2025