Logo

საზოგადოება

"დავთესავთ და გავიგებთო. ექიმმა რომ ექოსკოპია დაასრულა..." - რატომ დაანება სიგარეტის მოწევას თავი ეკა ხოფერიამ

"დავთესავთ და გავიგებთო. ექიმმა რომ ექოსკოპია დაასრულა..." - რატომ დაანება სიგარეტის მოწევას თავი ეკა ხოფერიამ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თავის იუთუბგადაცემაში "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად", ჟურნალისტმა თქვა, რომ ერთი მავნე ჩვევა დაამარცხა. ეკა სიგარეტს აღარ ეწევა და ამის გაკეთებას ურჩევს ყველას. როგორც ამბობს, წონაში არ მოუმატია. აი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მისი კომენტარიდან შეიტყობთ.

ეკა ხოფერია: 53 წლის ასაკში თავი დავანებე სიგარეტის მოწევას. როგორ დავანებე თავი?

წავედი სკრინინგ ცენტრში, მორიგი გასინჯვისთვის. ძუძუს სკრინიგისას, ექოსკოპიის პროცედურა, რომელიც მანამდე, 20 წუთი გრძელდებოდა, ამჯერად არ დამთავრდა. მეუბნებიან, იქედან შევამოწმოთ, აქედან შევამოწმოთ... გადის საათი. ამ დროს არც თავს ვაძლევ რაიმე პირობას, არც - ღმერთს. ველოდები რითი დასრულდება, არადა, ვხედავ, რომ ყველა პირობაა იმისა, რომ თქვან, რაღაც პატარა პრობლემა გაქვსო. მითხრეს, თუ პატარა პრობლემაა, არაფერია, დავთესავთ და გავიგებთო. და რომ დაასრულა ეკოსკოპია ექიმმა და თქვა, არაფერი არ არის და ერთ წელიწადში მოდიო, ვუთხარი, არ ვიცი, მე კი ამასობაში სიგარეტს თავი დავანებე-მეთქი.

ყველას მოგიწოდებთ, რაც უფრო მალე დაანებებთ სიგარეტს თავს, მით უკეთესი. არც წონაში მომიმატია. შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ტვინი. არც მოიმატებთ, არც არაფერი დაგემართებათ და ამაზე კარგს თქვენს თავს არც არაფერს გაუკეთებთ. ეს რჩევა მიიღეთ ჩემგან - ეკა ხოფერიასგან. ერთბაშად ყველამ დაანებეთ სიგარეტს თავი.

ავტორი: ზმნა

01/30/2026