Logo

"დედა იჯდა დარბაზში და მიყურებდა...ასე არასოდეს მინერვიულია" - კარლო პონტი

"დედა იჯდა დარბაზში და მიყურებდა...ასე არასოდეს მინერვიულია" - კარლო პონტი

11/28/2025

ტექსტის ზომა

ცნობილი იტალიელი მსახიობის სოფი ლორენისა და კინოპროდიუსერ კარლო პონტი უფროსის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი, ევგენი მიქელაძის სახელობის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდა და როგორც თავად აღნიშნა, ისევე ღელავდა, როგორც 2016 წელს, საქართველოში გამართული პირველი კონცერტისას.

კარლო პონტი

როგორც მაესტრომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალი დღისათვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მისი კარიერული არჩევანი და ის პასუხისმგებლობა, რომელიც საქმის მიმართ გააჩნია, მშობლების მიერ განვლილმა გზამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

„ზედმეტად მომზადებული ვარ ყოველთვის, რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ გზის გამო, რაც ჩემმა მშობლებმა გაიარეს, რაც მათ შექმნეს. ჩემი მშობლები არიან ძალიან მნიშვნელოვანნი, არა მარტო იტალიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს სიამაყის უდიდესი წყაროა, რომლის გამოცდის პრივილეგიაც მაქვს რეალურად,” - ამბობს მაესტრო და საქართველოში მისი პირველი ვიზიტი გაიხსენა.

“საქართველოსთან ჩემი კონტაქტი დაიწყო 2016 წელს, როდესაც ნინო სურგულაძესთან ერთად ჩამოვედი, მასთან ერთად სცენაზე რომ ვმდგარიყავი. ძალიან ვღელავდი. დედაჩემი ჩამოვიდა პრემიერისთვის, მას ყველა ოვაციით შეხვდა, ის დაჯდა დარბაზში, მიყურებდა და მე ვანიშნებდი, რომ ვგრძნობდი მის დარბაზში ყოფნას. ასე არასოდეს მინერვიულია,“ - იხსენებს კარლო პონტი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კარლო პონტიკონცერტიმუსიკასოფი ლორენი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026