Logo

"დედა წავიდა უფალთან" - ეკა ბესელია

"დედა წავიდა უფალთან" - ეკა ბესელია

09/28/2026

ტექსტის ზომა

ორ თვიანი ბრძოლის შემდეგ ცნობილი იურისტისა და პოლიტიკოსის, ეკა ბესელიას დედა, გულიზარ ბესელია გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ეკა ავრცელებს.

"რამდენიმე საათიანი შოკის შემდეგ, არ ვიცი, როგორ უნდა დავწერო, რომ

დედა წავიდა უფალთან...

ეკა ბესელიას დედა

ღმერთო...

ვიბრძოლეთ… ბოლომდე ვიბრძოლეთ…

არ მეგონა ამ სიტყვებს თუ დავწერდი ოდესმე…

ახლა მეტს ვერ დავწერ, რა ხდებოდა ბოლო საათებში…

ამას ოდესმე შევძლებ ახლა ვერ...

ახლა მხოლოდ შემიძლია დავწერო, სად შეიძლება დაემშვიდობოთ ჩემს იდეალურ დედას მისი მეგობრები და ნათესავები.

გასვენება:

ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს 14 საათზე მცხეთის დედათა მონასტრიდან საბურთალოს ჯიქიას სასაფლაოზე" - წერს ადვოკატი ფეისბუქზე.

***

გულიკო ორაგველიძე-ბესელიას ავადმყოფობის მიზეზი მოულოდნელად გამსკდარი ანევრიზმა გახდა. ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. იურისტი ფეისბუქზე ხშირად წერდა დედის მდგომარეობის შესახებ და საზოგადოებაც დიდი ინტერესით ელოდა მორიგ შეტყობინებას.

ორი დღის წინ ეკამ იმედიანი პოსტი გამოაქვეყნა.

"ვიბრძვით ერთად… არ დავნებდებით ამ გაუგებარ, ვერაგ ავადობას, ვიდრე არ დაილაპარაკებს და ვიდრე არ დადგება ფეხზე….

ასე მგონია, სხვა სამყაროში ვცხოვრობ 2 თვეა….
ეს სამყარო ისაა, ვინც ამ სამყაროში მომავლინა…

მხოლოდ ის ვიცი ახლა, რომ მას ვჭირდებით გვერდით და ახლოს და მჯერა შეუძლებელს შეძლებს, ისევ თავისი შვილებისთვის….

მის მზერაში ვკითხულობ, რომ იკრებს ძალებს, რათა მალე მითხრას, როგორც იცოდა სულ - დედა, მე კარგად ვარ."

ეკა ბესელია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026