Logo

ტაბლოიდი

"დედაჩემმა, რომ დაგინახე ვალიდოლი ჩავიდე ენის ქვეშო" - ირინა ონაშვილი იხსენებს

"დედაჩემმა, რომ დაგინახე  ვალიდოლი ჩავიდე ენის ქვეშო" - ირინა ონაშვილი იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ირინა ონაშვილმა „მის მსოფლიო 2003“-ზე უდიდეს წარმატებას მიაღწია და კონკურსის საუკეთესო 20 მონაწილეს შორის მოხვდა.
ის პირველი „მის საქართველო“ იყო, რომელმაც ქვეყანა ამ მასშტაბის საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე წარადგინა.
ირინამ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ულამაზესი ქართული სიმღერა „თბილისო“ შეასრულა, რამაც მას გამარჯვება და „მის ტალანტის“ ნომინაციაში ფინალისტის სტატუსი მოუტანა.


პოდკასტში "მეხუთე ელემენტი" ირინა ონაშვილმა და მისმა ბავშვობის მეგობარმა ვიკა ბუკიამ, 2023წელი და ირინას დიდი წარმატება მხიარულად გაიხსენეს.
ვიკა ბუკიამ განსაკუთრებული ხალისით გაიხსენა მომენტი, როცა საქართველოში, ეკრანებთან მოკალათებულმა მაყურებელმა კდემამოსილი ირინას ნაცვლად, "კანკანის მოცეკვავე ქალი" დაინახა.

ირინა ონაშვილი

კაბას,რომლითაც ქალაქ სანიაში კონკურსზე წარსდგა, მხიარულად იხსენებს თავად მის საქართველოც.
"კაბა რაღაც საოცრება იყო. რაც მოვახერხე ის იყო, რომ კაბის ორი მხარე ერთად მოვაგროვე და ხელით დავიჭირე. დედაჩემი ჰყვება მაგ ისტორიას დღემდე -დაგინახე და ვალიდოლი ჩავიდე ენის ქვეშო, ვერ მივხვდი რა ხდებოდაო.
საერთოდ მიმაჩნია, რომ ეტიკეტის მიხედვით მის მსოფლიოზე გოგოს, ქალს შესაბამისი კოსტიუმი უნდა ეცვას. ალბათ ეს შეცდომა იყო, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ამაზე მხოლოდ იუმორით თუ შეიძლება საუბარი," - აღნიშნა ირინა ონაშვილმა.

ავტორი: ზმნა

06/12/2026